| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების შეთავაზებას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სკოლა 34 კომპიუტერით აღჭურვა.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ თანამედროვე განათლების საფუძველს წარმოადგენს ტექნოლოგიური ინოვაციები დღევანდელ სკოლებში, რაც ამრავალფეროვნებს საგაკვეთილო პროცესს, მას საინტერესოს და შთამბეჭდავს ხდის - სიახლემ კი სკოლაში დიდი სიხარული გამოიწვია.
ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ინფორმაციულi საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის - ქეთევან ღლონტის საქმიანობა, რომელიც მუდმივად ზრუნავს ახალი მეთოდების დანერგვაზე.
პედაგოგმა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, არაერთი პროექტი განახორციელა.
მათ შორის კი, აღსანიშნავია დედის დღესთან დაკავშირებული აქტივობები, რომლებზეც მოსწავლეებმა ახალი კომპიუტერების გამოყენებით იმუშავეს.
პატარებმა, საინტერესო მისალოცი ბარათები და ვიდეორგოლები შექმნეს, ასევე მათი ნამუშევრების პრეზენტაციები გააკეთეს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა