სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქალი - ყველაზე ძლიერი, ამაყი, დასაფასებელი და სათაყვანო“ - მრავალფეროვანი ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
15-03-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში, II კლასის დამრიგებელმა - მზევინარ ოღაძემ გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ჩაატარა ღონისძიება „ქალი - ყველაზე ძლიერი, ამაყი, დასაფასებელი და სათაყვანო“. ღონისძიება უამრავი ლამაზი და საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

ზეიმზე, ბავშვებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და მშობლები სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს. ამ დღეს ასევე მიეძღვნა აქტივობები: „როგორ ვიცნობთ შვილებს და პირიქით“, „გამოიცანი მელოდია“, რომლებშიც მოსწავლეებთან ერთად, მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

ღონისძიებაში, მშობელთა აქტიურმა მონაწილეობამ მოსწავლეები დადებითი ემოციებით დამუხტა და როგორც აღნიშნავენ, მათ ლამაზი ღიმილი, მეტი სითამამე შესძინა.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექციამ პედაგოგ მზევინარ ოღაძეს მადლობის სიგელი გადასცა და წარმატებები უსურვა თავის აღსაზრდელებთან ერთად. ხოლო დამრიგებელმა მოსწავლეები და მათი მშობლები ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებით დააჯილდოვა, რასაც დიდი ოვაციები ახლდა თან.

ღონისძიება ძალიან ემოციური და სახალისო აღმოჩნა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის. 

სკოლის დირექცია მადლობა უხდის ღონისძიების მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებას, ორგანიზატორებსა და უსურვებს წარმატებას.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება