TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ, ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს“ - ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა
14-03-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული, შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. 

სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, ფერადად მორთულ სასკოლო სივრცეში საინტერესო ინსცენირებები გაითამაშეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, დედებსა და ქალ პედაგოგებს კი გაზაფხულის დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

მოსწავლეებმა, ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვებიც გააჟღერეს: „რა საჭიროა 8 მარტი, ყველა დღე ხომ ისედაც ქალებისაა!“; „განა ყველა დღე მილოცვით იწყება?“; „ყველა დღეს ჩუქნით ქალს ყვავილებს?“; „ყველა დღეს უძღვნით ლექსს?“; „ყველა დღეს ახარებთ საჩუქრით?“; „განა ბევრი დღეა წელიწადში, რომლებიც ქალის დღისადმი არის მიძღვნილი?“; „განა ქალის ყოველი დღე ერთმანეთს არ ჰგავს?“; რატომ არ უნდა იყოს ეს ერთი დღე ქალისთვის განსაკუთრებული? - მოსწავლეებმა იმსჯელეს აღნიშნულ კითხვებზე. 

ღონისძიებაზე, ქალთა დღის დაარსების ისტორიაც განიხილეს და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს. 

ბოლოს კი, მისალოცი სიტყვებით: „გილოცავთ, ქალბატონებო, 8 მარტს! გისურვებთ ბედნიერებას, კარიერულ წინსვლას, სიხარულს და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს“, - დაგვირგვინდა ღონისძიება, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა და მაყურებელი დაუვიწყარი ემოციებით აავსო. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




























































კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება