სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2500 ლარიანი დაფინანსება საჯარო სკოლებს შეეხება - ვის მიენიჭება უპირატესობა კონკურსში - დეტალები
12-03-2024
-
+


სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების მიზნით კონკურსი გამოცხადდა, - ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლებს, ხოლო საკონკურსო განაცხადის ავტორი უნდა იყოს სკოლის ბიბლიოთეკარი/პასუხისმგებელი პირი.

რაც შეეხება დაფინანსებას, მაქსიმალური ოდენობა 2 500 ლარია.

საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 2024 წლის 20 მარტიდან - 20 აპრილის ჩათვლით, ბმულზე - https://shorturl.at/kouR3

„საკონკურსო განაცხადებს შეაფასებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კომისია წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმებით.

კომისია დასაფინანსებლად განიხილავს სარეიტინგო სიის იმ პროექტებს, რომლებიც კომისიის შეფასებით დააგროვებენ შეფასების კრიტერიუმებით განსაზღვრული მაქსიმალური ქულის ნახევარზე მეტს.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომლებიც:

ა) წარმოადგენენ პროექტის განაცხადს სრული, ორგანიზებული და თანმიმდევრული ფორმით;

ბ) პროექტი იქნება საინტერესო, მრავალფეროვანი, ეფექტიანი და მდგრადი“, - ნათქვამია დებულებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება