| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან, რათა ახალგაზრდებმა მომავლის გააზრებულად დაგეგმვა შეძლონ.
5 მარტს, ძირკვაძეების საჯარო სკოლას ყოფილი მოსწავლე და ახლა უკვე წარმატებული სტუდენტი - დეა თავართქილაძე ეწვია.
დეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი და პროექტ „თსუ დესპანის“ მონაწილეა. „თსუ დესპანი“ უკვე 12 წელია აქტიურად მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია, სტუდენტობის უპირატესობები, პირადი გამოცდილებები.
შეხვედრა დამამთავრებელი კლასების (მე-9, მე-10, მე-11, მე-12) მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
ისინი გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, როგორია სტუდენტური ცხოვრება, რა განსხვავებებია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაეჟღერებინათ ის კითხვებიც, რომლებიც აქამდე აწუხებდათ და პასუხები არ ჰქონდათ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საბოლოოდ შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.
„მადლობას ვუხდით უნივერსიტეტს ასეთი საინტერესო პროექტისთვის, პროექტის პარტნიორებს და ჩვენს მოსწავლეს თავისი სკოლის დაფასებისთვის“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას