მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N62 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ლიზი ნიჟარაძემ 2018 წლის ოქტომბერში კლუბი „მრავალი წერტილი“ დაარსა.
„მრავალფეროვანი და საინტერესოა კლუბის სამუშაო დღეები, მოსწავლეთა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ისინი სხვადასხვა თემაზე იმუშავენ. მათი ინტერესისა და უმრავლესობის ინიციატივით, პირველ თემად დასახელდა - წიგნი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეთა მოტივაციისა და მონდომების შედეგად, მსოფლიო და ქართული მრავალი ლიტერატურული შედევრი შეირჩა და მუშაობა პრეზენტაციით დეკემბერში დასრულდა.
თებერვლის თემად კლუბმა „მეგობარი“ აირჩია. მოსწავლეები მთელი ძალისხმევით აგროვებდნენ ინფორმაციას, ახარისხებდნენ, აწყობდნენ სლაიდებს, შემოქმედებითად აზროვნებდნენ, იმყოფებოდნენ ძველ თბილისში, ლეღვთახევში, მეგობრისადმი ერთგულების ნიშნად ბოქლომი შეაბეს ხიდის მოაჯირს. მუშაობა მარტში დასრულდა.
პროექტი 5 მიმართულებით მიმდინარეობდა: ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, რეალური სამყარო, არჩევითი (სპორტი, წარმოსახვითი მეგობარი).
მე-8 და მე-9 კლასი ორ გუნდად გადანაწილდა. მათ ხუთივე კუთხით წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელსაც აფასებდა კომპეტენტური ჟიური: ელენე შებურიშვილი (რეალური სამყარო), ცირა კასრელიშვილი (არჩევითი: სპორტი, წარმოსახვითი მეგობარი), თინიკო შარაშენიძე (ხელოვნება), გულიკო ბიწაძე (ლიტერატურა) და ნონა ტარიელაშვილი (მუსიკა).
„შეჯიბრებაში გამარჯვებულია მეგობრობა! მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და სიმბოლურად ორივე კლასი დაჯილდოვდა საათით, რათა იფიქრონ დროზე, რომელიც სწრაფად მიდის და ყოველთვის ასე ეფექტიანად გამოიყენონ“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
მასწავლებლებს საშვებულებო დღეები სექტემბერში დაემატებათ - სამეურვეო საბჭოს არჩევნები
„სასწავლო წლის ბოლოს ისევ და ისევ მოსწავლეები იცინიან“
„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს