| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება იზეიმეს და სასწავლო წლის მიწურულს გამოსაშვები ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს, ამ წლების განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრებით წარდგნენ.
ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან პროგრამას - მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და წარმოადგინეს ლამაზი ქორეოგრაფიული ნომრები.
პატარების გამოსვლებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა.
მშობლებმა და მოსწავლეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს პედაგოგ ელმირა მარგარიანის მიმართ, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უდიდესი სიყვარულითა და მონდომებით აყალიბებდა მათ როგორც პიროვნებებს. ასევე მადლობა გადაუხადეს იმ პედაგოგებს, რომლებმაც ამ პერიოდში მიიღეს მონაწილეობა ბავშვების საგანმანათლებლო განვითარებაში.
ბოლოს კი, მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი ექსკურსიით დასრულდა. დამრიგებელი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ღონისძიების ამსახველი პრეზენტაცია
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა