სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა
13-06-2025
-
+


2024-2025 სასწავლო წლის დასასრულს გადავწყვიტეთ საინტერსო და სახალისო კითხვარი გაგემზადებინა პედაგოგებისთვის, რომელიც ხელოვნურ ინტერნეტს შევადგენინეთ. ChatGPT დაინტერესდა ვინ იცინის სასწავლო წლის ბოლოს, რა უცნაური და სასაცილო კითხვა დაუსვამთ მოსწავლეებს და  სკოლასთან დაკავშირებულ რომელ სურვილს აისრულებდნენ პედაგოგები.  სახალისო კითხვებს ამჯერად დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა.

-როგორი გაკვეთილი რჩება ყველაზე დიდხანს მოსწავლეების მეხსიერებაში - და რატომ?

-მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს რჩება შემოქმედებითი (პრაქტიკული) გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული, იმიტომ, რომ ისინი თვითონ არიან გაკვეთილის წარმართველები.

-რა არის ყველაზე უჩვეულო ან სახალისო კითხვა, რაც მოსწავლეს უკითხავს გაკვეთილზე ?

-დაწყებით საფეხურზე მუშაობისას მასწავლებელი ხშირად აწყდება სახალისო და უჩვეულო მომენტებს, (რადგან) ბავშვები ძალიან საყვარლები არიან. ყოველთვის ცდილობენ გაიგონ ახალი. ერთ-ერთი ასეთი მომენტი შემიძლია გავიხსენო „ნული რომ არაფერია, მაშინ რაში გვჭირდება“.

-გქონიათ შემთხვევა, როდესაც გაკვეთილზე სიცილს ვერაფრით იკავებდით? რატომ?

-ზოგჯერ საგაკვეთილო პროცესს ახლავს სიცილი, რადგანაც ბავშვური ლოგიკა ძალიან ბუნებრივია და აბსურდულად ჭკვიანური; სიცილი მშვენიერი გზაა ბავშვებთან კავშირის შესაქმნელად, ის სწავლის პროცესსაც ხალისიანს ხდის.

-ყველაზე უცნაური რამ, რაც მოსწავლემ გამოცდაზე/საკონტროლოზე/შემაჯამებელზე დაგიწერათ?

-ბავშვებს გააჩნიათ უსაზღვრო ფანტაზია, რომელსაც ისინი გადმოცემენ წერისას.

-სკოლის რომელი დღე ან ღონისძიება გახსოვთ, როგორც ყველაზე მხიარული?

-„შემოდგომის გაცილება“, სადაც ემოციურად დატვირთულები იყვნენ აქტიურად ჩართულობიდან გამომდინარე. 

-თქვენს სკოლაში ჯადოსნური ღილაკი რომ გაჩნდეს, რომელიც სკოლასთან დაკავშირებულ ერთ ნებისმიერი სურვილს აგისრულებთ - რომელი იქნებოდა ეს ?

-ჩემი სურვილი: ყოველ მოსწავლეში ჩავრთო შინაგანი მოტივაცია და სიყვარული სწავლაზე, რადგანაც განათლებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი.

-ვინ იცინის სასწავლო წლის ბოლოს ?

-სასწავლო წლის ბოლოს იცინის ის, ვინც მთელი წლის განმავლობაში იშრომა და წარმატებას მიაღწია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება