| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 14 ივლისს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები დაინიშნა.
სამეურვეო საბჭო შემადგენლობაში შედიან მშობლები და მასწავლებლები თანაბარი რაოდენობით, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი და სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა არჩევიდან 3 წელი.
საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი კანდიდატს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე. საბჭოში შეიძლება იყოს 6-დან 12 წევრამდე.
1. იმ სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 12 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 6 მასწავლებელი;
ბ) 2 პირველი საფეხურის მშობელი;
გ) 2 მეორე საფეხურის მშობელი;
დ) 2 მესამე საფეხურის მშობელი.
2. იმ სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 6 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 3 მასწავლებელი;
ბ) 1 პირველი საფეხურის მშობელი;
გ) 1 მეორე საფეხურის მშობელი;
დ) 1 მესამე საფეხურის მშობელი.
3. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ორ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 12 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 6 მასწავლებელი;
ბ) სამ-სამი მშობელი თითოეულ საფეხურზე.
4. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ორ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 8 სამეურვეო საბჭოს წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 4 მასწავლებელი;
ბ) ორ-ორი მშობელი თითოეულ საფეხურზე.
5. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე და არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები, აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 3 მასწავლებელი და 3 მშობელი.
6. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე და არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე, აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 6 მასწავლებელი და 6 მშობელი.
7. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნების პირველი ტურიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას