სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ფუნქცია და კომპეტენცია აქვს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტს 
03-06-2025
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების წესში განსაზღვრულია, რა კომპეტენცია აქვს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტს:

ა) სკოლამდელი და ზოგადი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა, ასევე სკოლამდელი განათლების პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში და ზოგადი განათლების პოლიტიკის განხორციელება;

ბ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

გ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფაში მონაწილეობა და საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება;

დ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე)  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;

ზ) ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობა;

თ) ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის მდგრადი პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრა;

კ)  საგანმანათლებლო რესურსების/სახელმძღვანელოების განვითარების ხელშეწყობა;

ლ) ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრირების ხელშეწყობა, მათ შორის, ბილინგვური მიდგომით სასწავლო პროცესის მხარდაჭერა;

მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერა და მართვა;

ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების − სკოლების კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ო) რესურსსკოლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და კოორდინაცია;

პ) ეროვნული სასწავლო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება;

ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა;

რ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;

ს) სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის; 

ტ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება