სიახლეები


„ლაბუბუს“ ფენომენი: როგორ იქცა სათამაშო ურჩხული მსოფლიოს მოდურ გატაცებად?
21-06-2025
-
+


TikTok-ში მოდური გახდა რბილი სათამაშო სახელად - „ლაბუბუ“. ახალგაზრდები მას ჩანთებზე იმაგრებენ, ბასრკბილებიან ურჩხულს სიყვარულს უხსნიან და ტირიან თუ საიდუმლო ყუთში სათამაშოს ყველაზე იშვიათი ვერსია არ ამოუვიდათ. საინტერესოა როგორ გახდა „ლაბუბუ“ ასეთი პოპულარული და დაიპყრო სოციალური ქსელები?

რა არის „ლაბუბუ“?

„ლაბუბუ“ ფუმფულა სათამაშო ურჩხულია - კურდღლის ყურებითა და ბეწვით, ბასრი კბილებითა და ეშმაკური ღიმილით, რომელსაც პეკინური ბრენდი Pop Mart აწარმოებს. ის ჰონგ-კონგელმა ილუსტრატორმა, კასინ ლუნგმა შექმნა მოთხრობისთვის - „მონსტრები“, რომელიც შთაგონებულია სკანდინავიური მითოლოგიით (თავად ლუნგიც ნიდერლანდებში დაიბადა). „ლაბუბუ“ კომიქსში ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია. ავტორის თქმით, „ლაბუბუ“ ცელქი და ექსცენტრული ელფია, რომელიც ბავშვობის თავგადასავლების სულს ასახავს. მისი ირსახე კი ავტორის მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია. 

„ლაბუბუს“ თაყვანისმცემლები 2015 წელს კომიქსის გამოსვლისთანავე გამოუჩნდა, მაგრამ აზიაში პოპულარობა მხოლოდ 2019 წელს მოიპოვა. იმ დროს ჩინურმა სათამაშოების მწარმოებელმა Pop Mart-მა ლუნგთან „ლაბუბუს“ ე.წ blind-box-ში (ყუთი სიურპრიზი, როდესაც შეუძლებელია სათამაშოს არჩევა ფერის ან მოდელის მიხედვით) საწარმოებლად ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა.

„ლაბუბუ“ დალუქულია გაუმჭვირვალე პარკსა და ყუთში, რომლის შიგთავსის ნახვა შეძენამდე შეუძლებელია. მფლობელი მხოლოდ გახსნის შემდეგ იგებს, სათამაშოს რომელი ვერსია შეიძინა. 

2023 წლის ოქტომბერში კი Pop Mart-მა გამოუშვა სათამაშო საკიდი, რომელიც ამჟამად მეტად პოპულარულია, როგორც ჩანთის აქსესუარი. ამ შემთხვევაშიც გახსნამდე შეუძლებელია გაგება, რომელი მოდელი შეიძინე. ასეთ საკიდებს ბრენდულ ჩანთებზე ატარებენ მსოფლიოში ცნობილი სახეები, როგორებიც არიან - რიანა, დუა ლიპა და კიმ კარდაშიანი. როგორც მოდის ჟურნალი Vogue წერს, Labubu მათი ე.წ. „ქუჩის სტილის“ განუყოფელ ნაწილად იქცა. 

რატომ არის „ლაბუბუ“ ასეთი პოპულარული?

სიურპრიზის ეფექტი. TikTok-ში ერთგვარი მიმდინარეობაც კი გაჩნდა, სადაც სათამაშოს ბედნიერი მფლობელები ყუთს დიდი მოლოდინით ხსნიან, ცდილობენ ამოიცნონ რომელი სათამაშო შეხვდათ. 

მოხოვნა განსაკუთრებით იშვიათ მოდელებზე ევროპასა და აზიაში უდიდესია: საკოლექციო სათამაშოები ათასობით დოლარად იყიდება. 

სათამაშო ტრენდული კორეელმა პოპ-ვარსკვლავმა, ჯგუფ Blackpink-ის წევრმა ლისამ გახადა. ჟურნალ Teen Vogue-თან ინტერვიუში მან სათამაშო გამოაჩინა, ხუმრობით, „საკუთარი ქალიშვილი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მთელი კოლექციის მოგროვება სურს. ლისამ სრული ზომის სათამაშოების შეგროვება დაიწყო და 2023 წელს კამერების წინ საღამოს კაბაში გამოწყობილი სრული ზომის „ლაბუბუს“ თოჯინით გამოჩნდა. ერთი წლის შემდეგ ჩანთაზე დაკიდებული მინი-„ლაბუბუებით“ მოიწონა თავი და კიდევ ერთ ტრენდს დაუჭირა მხარი.

მომღერლის კვალდაკვალ „ლაბუბუ“ შეიძინეს მისმა კოლეგებმა ჯგუფიდან Blackpink. მოგვიანებით კი როგორც აღვნიშნეთ, რიანამ და კიმ კარდაშიანმა შეაბეს საკიდი Birkin-ისა და Louis Vuitton-ის ჩანთებს. 

ცხადია, Pop Mart-ის მარკეტოლოგებმა უმალვე გახსნეს მაღაზიები აშშ-ი, რომლებსაც მაშინვე მიაწყდნენ მოდის მოყვარულები. ბრიტანეთში კი გაჩნდა მაღაზია Robo, სადაც ასევე წარმოდგენილია ურჩხული თოჯინები. 

ამერიკელმა და ევროპელმა ბლოგერებმა „ლაბუბუ“ გაყიდვების პირველივე დღეებში დაიტაცეს და მაშინვე ახალი სათამაშოების „განფუთვის“ ვიდეოების გადაღება დაიწყეს. მოგვიანებით კი TikTok-ში გაჩნდა ტრენდი, სადაც გოგონები ქურდის დანახვისას სწრაფად ხსნიან ჩანთას „ლაბუბუს“ - მათთვის ყველაზე ძვირფას ნივთს, და გარბიან. 2025 წლის მარტში Pop Mart-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის სუფთა მოგება 2024 წელს 188%-ით 427 მლნ დოლარამდე გაიზარდა. სათამაშოების მწარმოებელი უკვე მზადაა გახსნას ახალი მაღაზიები ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

ლისას თაყვანისმცემლები უკვე ერთი წელია Pop Mart-ის რიგებში დგანან ჩანთის საკიდების შესაძენად, ყოველ ახალ კოლექციასთან ერთად კი მაღაზიებში აჟიოტაჟი იზრდება. გაზრდილი მოთხოვნის გამო მწარმოებელმა pop-up მაღაზია გახსნა ბანგკოკში, სადაც მხოლოდ „ლაბუბუს“ და მის მეგობრებს ჰყიდის. ერთ-ერთი მყიდველი მოყვა, რომ სათამაშოებს უკვე ორი წელია დასდევს და სავაჭრო პლატფორმებზე იშვიათ ეგზემპლარებს ეძებს. კოლექციონერები ყიდულობენ ძვირადღირებულ ნაკრებს ექვსი სათამაშოთი. გაჩნდნენ გადამყიდველებიც, რომლებიც სათამაშოებს სხვა ქვეყნებში ორმაგ თანხად ყიდიან. 

„ლაბუბუმ“ იმხელა ყურადღება მიიპყრო, რომ ტაილანდის ტურიზმის სამინსტრომ ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების 50-წლიანი იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, პრესონაჟის მისასალმებელი ცერემონიალი მოაწყო. ღონისძიებაზე სამინისტრომ მოსახლეობა ყალბი სათამაშოს შეძენის საფრთხეების შესახებ გააფრთხილა. 

რა ღირს „ლაბუბუ“?

ფასები Pop Mart-ის ოფიციალურ საიტზე 13-16 დოლარიდან იწყება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მარაგები ამოწურულია. 

ფოტო: Enjoy The Life/Shutterstock/FOTODOM

სასურველი სათამაშო საკიდის შეძენა კი მხოლოდ ხელზეა შესაძლებელი, რა თქმა უნდა, გადამყიდველებთან ფასები ბევრად მაღალია: მაგალითად, მორიგი კოლექციის გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთ ონლაინ პლატფორმაზე „ლაბუბუს“ 90 დოლარად ყიდდნენ. 

„ლაბუბუს“ იშვიათი ეგზემპლარები კი რეკორდულ ფასებადაც იყიდება. მაგალითად, სულ ახლახან, ჩინეთში გამართულ აუქციონზე „ლაბუბუს“ თოჯინა რეკორდულ ფასად - 1.08 მილიონ იუანად (დაახლოებით $150,324) გაიყიდა.

ფიგურა, რომლის სიმაღლეც 131 სანტიმეტრია, პეკინში, Yongle International-ის აუქციონზე გასხვისდა და გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სათამაშო თავის კატეგორიაში.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

izrune.ge-ს დღე-სასწაული პატარა იზრუნელებისთვის - ღონისძიება 22 ივნისს თბილისში ჩატარდება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვაკანსიას აცხადებენ სპეციალური მასწავლებლის, სხვადსხვა საგნის პედაგოგების, სკოლის ექიმისა და სხვა პოზიციებზე

მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის საგამონაკლისო წესი შემუშავდა - დეტალური ინფორმაცია

ინფორმაცია მასწავლებლის, ეროვნული სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამსვლელებისთვის - საგამოცდო ცენტრებში მისასვლელი მარშუტები ცნობილია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

ღონისძიებამ ხელი შეუწყო სკოლის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას

დირექტორმა და პედაგოგებმა მე-12 კლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს

მე-12 კლასელებმა სიმბოლურად პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების პირველი პირველი ნაბიჯები დაულოცეს

მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები გადარჩენის, მეგობრობისა და ადამიანის სიმამაცის შესახებ

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება