სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო, პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს
16-06-2025
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ანა ჩხეტია chatgpt-ის კითხვებს პასუხობს. სახალისო და საინტერსო კითხვები სპეციალურად პედაგოგებისთვის ხელოვნურ ინტელექტს შევაქმნევინეთ და სასწავლო წლის ბოლოს ცოტა ხალისი შევიტანეთ მასწავლებლებიც.

ვინ იცინის სასწავლო წლის ბოლოს, რა უცნაური კითხვები დაუსვამთ მოსწავლეებს ამ და სხვა სახალისო და საინტერესო კითხვებზე პასუხობს პედაგოგი ანა ჩხეტია:

- როგორი გაკვეთილი რჩება ყველაზე დიდხანს მოსწავლეების მეხსიერებაში და რატომ?

- დასამახსოვრებელი გაკვეთილი არის ის, რომელიც „გრძნობს“ „აზროვნებს“ „აკეთებს”. არაფორმალური განათლების ელემენტებით, კოგნიტური სტრატეგიებითა და მრავალფეროვანი რესურსების მოხმარებით ჩატარებული გაკვეთილი
განსაკუთრებულად რჩება მოსწავლეების მეხსიერებაში, რადგან არაფორმალურ გარემოში მოსწავლეებს შეუძლიათ მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

- რა არის ყველაზე უჩვეულო ან სახალისო კითხვა, რაც მოსწავლეს უკითხავს გაკვეთილზე ?

- „მასწავლებელო, გვეღადავებით?”

- გქონიათ შემთხვევა, როდესაც გაკვეთილზე სიცილს ვერაფრით იკავებდით? რატომ?

- როდესაც ბავშვებს ვასწავლიდი სიტყვა ბუდის მნიშვნელობას, ვუთხარი ბარტყები დაფრთიანების შემდეგ ბუდეს ტოვებენ და მიდიან-მეთქი. იცით რომ, თქვენც ოთხ წელიწადში ბარტყებივით მოგიწევთ კლასის დატოვება, დაფრთიანდებით და გამიფრინდებით-მეთქი. უცებ ერთმა მოსწავლემ ხელი ასწია და სრულიად სერიოზული სახით მკითხა: „მასწავლებელო, გვეღადავებით? ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” მე სიცილი ამიტყდა, ბავშვებიც იცინოდნენ. ალბათ იმიტომ ვერ შევიკავე სიცილი, რომ წარმოუდგენლად გულწრფელი და სერიოზული ტონი ჰქონდა მოსწავლეს. კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ის ემოცია ვერაფრით შევიკავე.

- ყველაზე უცნაური რამ, რაც მოსწავლემ გამოცდაზე/საკონტროლოზე/შემაჯამებელზე დაგიწერათ?

- გავიხსენებ მე-5 კლასში სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელ წერას, სადაც მოსწავლემ ფურცელზე დამიტოვა წარწერა: „მას, იმედია მოგეწონებათ“

- სკოლის რომელი დღე ან ღონისძიება გახსოვთ, როგორც ყველაზე მხიარული?

- ყველაზე ემოციური,დაუვიწყარი,ერთდროულად სევდიანი და მხიარული დღე სკოლაში ჩემთვის იყო შარშან, როცა ჩემი მეოთხე და მეთორმეტე კლასი ერთდროულად გავაცილე.ორივე კლასთან განსკუთრბული სიყვარული მაკავშირებდა. რატომ იყო ეს დღე განსაკუთრებული? ეს იყო არამხოლოდ ჩვენი ურთიერთობის „დასასრული“ არამედ ერთიანი, მრავალწლიანი თავგადასავლის ფერადი, ხმაურიანი და ძალიან ემოციური ფინალი. ეს დღე ჩემში სიცილსა და ცრემლს ერთდროულად იწვევდა.

- თქვენს სკოლაში ჯადოსნური ღილაკი რომ გაჩნდეს, რომელიც სკოლასთან დაკავშირებულ ერთ ნებისმიერი სურვილს აგისრულებთ - რომელი იქნებოდა ეს ?

- ვისურვებდი სკოლაში მოეწყოს საკონფერენციო/სააქტო დარბაზი, რომელიც იქცეოდა მოსწავლეების საყვარელ ადგილად. მყუდრო და კომფორტულ გარემოში მოეწყობოდა სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები.

- ვინ იცინის სასწავლო წლის ბოლოს ?

- ისევ და ისევ მოსწავლეები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება