სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლების რეაბილიტაციისას გამოვლენილი დარღვევები - რა წერია აუდიტის ანგარიშში
26-06-2025
-
+


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა და საჯარო სკოლე­­ბის მშენებლო­­ბა-რე­ა­ბილი­­ტა­ცი­ის პროცედურები და თანხების განკარგვის ადეკვატურობა შეაფასა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სკოლების რეაბილიტაციის დროს არ ხდება ვარგისი მასალის აღრიცხვა, არ განისაზღვრება აქტივების მოვლა-­შენახვაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირები...

„სკოლების მშენებლობა-­რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები არ ითვალისწინებს სკოლების რეაბილიტაციის პროცესში დემონტირებული, ვარგისი მასალების აღრიცხვას, დასაწყობებას და ბენეფიციარზე გადაცემას, რაც წარმოქმნის დემონტირებული, ვარგისი მასალების, დადგენილი ნორმების შეუსაბამოდ განკარგის რისკს.

სკოლების მშენებლობა-­რეაბილიტაციის ხელშეკრულებების შეწყვეტის დროს, ფონდის მიერ სათანადო ინვენტარიზაციები არ ჩატარებულა; ასევე, ახალ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების გაფორმებამდე პერიოდში, აქტივების მოვლა-­შენახვაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირები არ განისაზღვრებოდა. აღნიშნული გარემოებები წარმოქმნის აქტივების დაზიანებისა და მითვისების რისკებს“, - აღნიშნულია აუდიტის საქმიანობის ანგარიშში. 

ამასთან, სკოლის ნაწილში ერთიდაიგივე სახის სამუშაოები ორჯერ ტარდება, მაგალითად ნორიოს და გამარჯვების სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხელმეორედ განხორციელებულ 89 სახის სამუშაო, რაზეც ბიუჯეტიდან 847 ათასი ლარი დაიხარჯა. 

„რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების რეაბილიტაციაზე ახალი კონტრაქტორების მიერ შედგენილი შესრულებული სამუშაოების ანგარიშებში, ზოგიერთ შემთხვევაში ასახული მოცულობები და მათზე ბიუჯეტიდან ანაზღაურებული თანხები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ერთხელ უკვე დადასტურებული და ანაზღაურებული იყო პირველი კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სა­მუშაოების ანგარიშების საფუძველზე. შედეგად, შეწყვეტილი კონტრაქტების ფარგლებში, ქალაქ რუსთავის N25 და N26, სოფლების: ნორიოს და გამარჯვების სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხელმეორედ განხორციელებულ 89 სახის სამუშაოზე ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 847 ათასი ლარი.

რუსთავის N25 და N26 სკოლების სამუშაოებისთვის კონტრაქტორზე გაცემული საავანსო თანხების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიების ვალდებულებების დაუსაბუთებელი შემცირების შედეგად ფონდმა საბანკო დაწესებულებიდან ვერ გამოითხოვა 335 ათასი ლარის ლიკვიდური აქტივი და შესაბამისად, არ მიმართა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულებების შესაბამის ანგარიშზე. აღნიშნული თანხიდან 280 ათასი ლარი გამოიქვითა ფონდის მიერ დაკავებული და კონტრაქტორისთვის გადასახდელი სარეზერვო თანხების კატეგორიიდან, ხოლო 55 ათასი ლარი დღემდე ირიცხება დებიტორული დავალიანების ნაშთად და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფონდის მიერ მისი ამოღებისთვის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გატარებული არ იყო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება