სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღში პერსონალის მისვლის დრო გაკონტროლდება - თბილისის მერის თქმით, ბაღებში ციფრული დაშვების სისტემა ინერგება
25-06-2025
-
+


საბავშვო ბაღში თანამშრომელთა მისვლისა და გასვლის დრო გაკონტროლდება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა საჯარო ბაღში დაინერგება ციფრული დაშვების სისტემა, რომლის საშუალებითაც აღირიცხება, როგორც აღსაზრდელთა მიყვანისა და გაყვანის დროები, ისე პერსონალის სამსახურში გამოცხადების დრო. 

„სისტემა საშუალებას მისცემს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს, თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლებით გადაამოწმოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა საჯარო ბაღში დაინერგება აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა, რაც 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს რეგისტრირებულ აღსაზრდელთა სწრებადობის აღრიცხვას.

„დღესდღეობით დედაქალაქის საბავშვო ბაღებში აღრიცხვიანობის სტანდარტული, მანუალური სისტემა მოქმედებს, რომელიც იწარმოება მატერიალური ჟურნალების გამოყენებით და თითოეული ბავშვის აღრიცხვა ხდება სპეციალური თანამშრომლის მიერ. პროექტის განხორციელების შედეგად თითოეულ საბავშვო ბაღში დაინერგება ელექტრონული დაშვების საბარათე სისტემა, რაც მოიცავს ბარათის წამკითხველებს, ვიდეოკამერებსა და ბარათებს. აღნიშნული ბარათები დაურიგდებათ როგორც თანამშრომლებს, ისე აღსაზრდელების მშობლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის თქმით, მეტი კომფორტისთვის, ბარათებთან ერთად, შესაძლებელი იქნება QR-კოდების მეშვეობით, მობილური ტელეფონის გამოყენებით აღსაზრდელის ბაღში შესვლისა და ბაღიდან გასვლის დაფიქსირება მშობლის ან უფლებამოსილი პირის მიერ.  

 

პროექტის განხორციელება და შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე კი, ელექტრონული პროგრამის შექმნის პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რაც რამდენიმე თვეში დასრულდება.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება