| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ალბათ ყველას გახსოვთ ფრაზა - ზარი მასწავლებლისთვის ირეკება? - რის საპირისპიროდაც, განათლების მკვლევარები ერთხმად თანხმდებიან, რომ არ შეიძლება მოსწავლეებისთვის შესვენებების წართმევა და ხაზს უსვამენ მის მნიშვნელობას.
მათი თქმით, ეს არის დასვენებისა და ძალების აღდგენის დრო და დიდ როლს ასრულებს სასწავლო პროცესში. პირველ რიგში, შესვენება გონებას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.
ნებისმიერი საგანმანათლებლო საქმიანობა კონცენტრაციის მაღალ დონესა და გონებრივ დატვირთვას მოითხოვს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება. შესვენება კი მოსწავლეს დაძაბულობის მოხსნაში, ყურადღების გადატანასა და მეცადინოების გასაგრძელებლად ძალების აღდგენაში ეხმარება.
შესვენება ასევე ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას. სასწავლო დღის მანძილზე მოსწავლეები ძალიან დიდ დროს ატარებენ მერხთან, უმოძრაო მდგომარეობაში, რაც, რა თქმა უნდა, მათი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის არასახარბიელოა.
ამავე დროს, შესვენება ასრულებს მნიშვნელოვან სოციალურ როლს. ამ დროს ბავშვებს, არაფორმალურ გარემოში, ერთმანეთთან ურთიეთობის, მეგობრების შეძენის, გუნდურად მუშაობისა და კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობა აქვთ. ეს ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარებისა და სოციალური კომპეტენციის განვითარებას, რაც პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი ასპექტია.
შესვენებების მნიშვნელობა მაგალითად დაკნინებულია ჩინეთის სკოლებში.
ჩინეთში, განათლების მკვლევარები დიდი ხანია განგაშის ზარს ტეხენ იმ ფაქტის გამო, რომ სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასწავლებლები მოსწავლეებს კუთვნილ შესვენებას ართმევენ, რადგან ურჩევნიათ, დამატებითი 10 წუთი გაკვეთილის გასახანგრძლივებლად დახარჯონ.
საგანგაშო ტენდენცია აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთში, როდესაც 2019 წელს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში დათვალეს, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ბრიტანულ სკოლებში შესვენებები მნიშვნელოვნად დამოკლდა. ამრიგად, 5-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვები კვირაში სულ შესვენების 45 წუთს კარგავდნენ, 11-დან 16 წლამდე მოზარდები კი სულ 65 წუთს.
ამან შეაშფოთა მეცნიერები: ისინი აღნიშნავდნენ, რომ სწორედ შესვენების დროს აქვთ ბავშვებს საშუალება განივითარონ კომუნიკაციისა და სოციალური უნარები და ასევე გამოავლინონ სულ მცირე ფიზიკური აქტივობა.
მეცნიერები ასევე ხაზს უსვამენ დიდი შესვენების მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ ის 20 წუთზე მეტხანს უნდა გრძელდებოდეს. ასეთ დასკვნამდე ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ. ინიციატივა, ასევე, ბავშვების ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, რადგან მოსწავლეები მოკლე დროში, უბრალოდ ვერ ასწრებენ სრულფასოვან სადილობას ან თუნდაც წახემსებას, იმის გათვალისწინებით, რომ 20 წუთში მათ უნდა მოასწრონ სასადილომდე მისვლა, რიგში ჩადგომა, ჭამა და შემდეგ გაკვეთილზე მისწრება.
გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში
დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო
რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა
„ინდივიდუალურით კი არა, ჯგუფური სწავლებით უფრო მეტს ისწავლის ბავშვი“
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
კონკურსს ორგანიზება გაუწიეს ორივე კლასის ინგლისური ენის პედაგოგებმა - ნინო მელიქიძემ და სვეტლანა ბეზოიანმა
გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში