სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეთა მეხსიერებაში დიდხანს რჩება გაკვეთილები, რომლებიც ემოციებს აღძრავს“-ChatGPT-ის კითხვებს მაიდნის სკოლის პედაგოგი ნინო მიქაძე პასუხობს
18-06-2025
-
+


დროისა და ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ დავინტერესდით, თუ რა კითხვები შეიძლება დაესვა ხელოვნურ ინტელექტს მასწავლებლებისთვის, რა დააინტერესებდა მათი მუშაობის შესახებ და ChatGPT-ის დახმარებით შევადგინეთ საინტერესო და ცოტა სახალისო კითხვარი, რომლის მეშვეობითაც გვსურს უკეთ გაგაცნოთ მასწავლებლები, გაგიზიაროთ მათი გამოცდილება, იდეები ...

კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი - ნინო მიქაძე პასუხობს. 

- როგორი გაკვეთილი რჩება ყველაზე დიდხანს მოსწავლეების მეხსიერებაში - და რატომ?

- ყველაზე დიდხანს ჩემი პატარების მეხსიერებაში ისეთი გაკვეთილები რჩება, რომლებიც ემოციებს აღძრავს, აქტიურად ჩართავს მათ მრავალფეროვან სასწავლო პროცესში, არ იქნებიან პასიურები, მიღებულ ცოდნას ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაუკავშირებენ. ყოველდღიური რუტინა მოსაბეზრებელია, გაკვეთილი უნდა შეიცავდეს სიახლეებსა და მოულოდნელობებს, რომელიც აღძრავს ცნობისმოყვარეობას და უფრო რჩება მეხსიერებაში. რადგან მოსწავლე ინდივიდია და ყველას განსხვავებული სწავლის სტილი აქვს, უმჯობესია გამოვიყენოთ ვიდეოები, აუდიოჩანაწერები, პრაქტიკული სავარჯიშოები. რომლებიც უფრო დაამახსოვრდებათ მოსწავლეებს.

- რა არის ყველაზე უჩვეულო ან სახალისო კითხვა, რაც მოსწავლეს უკითხავს გაკვეთილზე?

- თქვენ რატომ არ გათხოვდით მასწავლებელო, თუმცა მე რა მეშვლებოდა მერე მას!

- გქონიათ შემთხვევა, როდესაც გაკვეთილზე სიცილს ვერაფრით იკავებდით? რატომ?

- ძალიან ხშირად, პატარები ხომ ძალიან გულწრფელები და საყვარლები არიან. - მასწავლებელო ოქროებში რატომ ხართ ასხმული, ოქროებიანად რომ მოგიპარონ?

- ყველაზე უცნაური რამ, რაც მოსწავლემ გამოცდაზე/საკონტროლოზე/შემაჯამებელზე დაგიწერათ?

- მასწავლებელო, ჩემთვის ყველა პასუხი სწორია.

- სკოლის რომელი დღე ან ღონისძიება გახსოვთ, როგორც ყველაზე მხიარული?

- სკოლაში უამრავი ღონისძიებები იგეგმება, თუმცა  ყველაზე მხიარული მახსენდება „მხიარული სტარტები“, რომლებშიც ვმონაწილეობდით როგორც ბავშვები, ასევე მასწავლებლები და მშობლები.

- თქვენს სკოლაში ჯადოსნური ღილაკი რომ გაჩნდეს, რომელიც სკოლასთან დაკავშირებულ ერთ ნებისმიერი სურვილს აგისრულებთ - რომელი იქნებოდა ეს ?

- ჩემს სკოლაში ჯადოსნური ღილაკი რომ გაჩნდეს, რომელიც ერთ ნებისმიერ სურვილს ამისრულებს, ვისურვებდი, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს წვდომა პერსონალიზებულ, ინოვაციურ და ინტერაქტიულ სასწავლო რესურსებზე, რომლებიც მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული.

-  ვინ იცინის სასწავლო წლის ბოლოს ?

- ისევ და ისევ მოსწავლეები. დაე, მუდამ ეცინოთ!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება