სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვების ეზოში გაყვანას აღმზრდელს პროფესიული სტანდარტი ავალდებულებს - კიდევ რა უნდა გაითვალისწინონ პედაგოგებმა
19-06-2025
-
+


აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დოკუმენტში, სადაც ცვლილებები შევიდა დეტალურადაა გაწერილი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი.

უფრო კონკრეტულად, რა მოეთხოვება აღზრდელ პედაგოგს? - დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ იგი იცავს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, ჰიგიენასა და კვებასთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და რეგულაციებს; ასევე საგანმანათლებლო პროცესის ყოველდღიურ განრიგში ითვალისწინებს როგორც შენობაში, ისე ეზოში განსახორციელებელ ფიზიკურ საქმიანობებს, სხვადასხვა მეთოდით (პირადი მაგალითით, ილუსტრაციებით და ა. შ.) ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა. შ.) დაკავშირებული ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ განმტკიცებას.

აღსანიშნავია, რომ აღმზრდელ-პედაგოგს ევალება ოჯახთან თანამშრომლობის გზით თითოეულ ბავშვზე ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას მათ ჯანმრთელობასა და კვების თავისებურებებთან/საჭიროებებთან (დიეტა, ალერგია, კვებასთან დაკავშირებული კულტურული შეზღუდვები, იმუნიზაციის კალენდარი და ა.შ.).

„აღმზრდელ-პედაგოგი მუდმივად აკვირდება თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების წესებიდან გამომდინარე, მიმართავს შესაბამის სხვა დაწესებულებას, ასევე, პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ბავშვისათვის დახმარების გაწევა, თანამშრომლობს შესაბამის სპეციალისტებთან (სპეციალური პედაგოგი, ექთანი, ექიმი და ა. შ.), უზრუნველყოფს თითოეული ბავშვისთვის პირად უსაფრთხოებასა და უსაფრთხო გარემოსთან, ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და საჭირო უნარების განვითარებასა და განმტკიცებას; აღიარებს, პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს, შესაძლებლობებს, მათ შორის, კვების ინდივიდუალურ ტემპს; იცნობს ბავშვთა დაცვის სფეროში არსებულ სამართლებრივ აქტებს (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები და სხვა).

აღმზრდელ-პედაგოგი ამოიცნობს ძალადობის სხვადასხვა ფორმას და ახდენს შესაბამის რეაგირებას; იცის შესაბამისი უწყებების უფლება-მოვალეობები და, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს მათთან ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მიზნით (მაგ.: სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, პოლიცია და სხვა.)“, - აღნიშნულია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

ერთი კვირის მანძილზე მოსწავლეები ჩართული იყვნენ მრავალფეროვან, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში

 

 

 

ამ ლაშქრობის მთავარი მიზანი ჯავახეთის უნიკალური ბუნების ახლოს გაცნობა, ადგილობრივი ფლორის შესწავლა და გარემოზე ზრუნვის უნარების განვითარება იყო

სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე და კურსდამთავრებული ჰყავს

აღსანიშნავია, რომ სკოლამ ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე გაიარა
 
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება