TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასიხარულოა, ასეთი მოსწავლე რომ გყავს“-დაბა მესტიის N2 სკოლამ სამაგალითო მოსწავლის- ილია ხერგიანის აღზრდისთვის izrune.ge-სგან მადლობის წერილი მიიღო
27-06-2025
-
+


მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ხერგიანი izrune.ge-ს დიდი ოჯახის წარმატებული და აქტიური წევრია. ის  მთელი 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში მონდომებით ასრულებს თემატურ ტესტებს, სისტემატიურად ერთვება საგნობრივ ოლიმპიადებში და წარმატების დასტურად დაჯილდოებულია სერტიფიკატებითა და დიპლომებით. 

მან არაერთხელ ასახელა სკოლა და ოჯახი, მისი წარმატება სკოლისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

ახლახან, სკოლამ მოსწავლის წარმატების დასტურად izrune.ge-სგან წერილი მიიღო. მოტივირებული და განათლების მიღებაზე ორიენტირებული მოსწავლის აღზრდისთვის დირექტორის - ნატო გვარლიანისა და მთელი სკოლის პედაგოგიური კოლექტივის სახელზე მადლობის წერილი გაიგზავნა. 

„​ილიას, როგორც წარჩინებული მოსწავლის სახელი არაერთხელ გაჟღერდა პროექტის საშუალებით. მან ასახელა სკოლა და ოჯახი. ამ წარმატებაში კი გვჯერა, რომ სკოლას და მის პედაგოგიურ კოლექტივს დიდი წვლილი მიგიძღვით. გვინდა, გულითადად მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და ილიას თითოეულ პედაგოგს ასეთი მოტივირებული და განათლების მიღებაზე ორიენტირებული მოსწავლის აღზრდისთვის“,-ვკითხულობთ წერილში.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ, ახარებთ, მადლობის წერილი და მოსწავლეთა უწყვეტ განათლებაზე მზრუნველი პორტალის შეფასება. 

„ვულოცავთ, ილია ხერგიანს, აწ უკვე მე-3 კლასის მოსწავლეს, საგანმანათლებლო პროექტ izrune.ge- ს შეფასებას. სასიხარულოა, როდესაც ასეთი აღსაზრდელი გყავს. ილია არის სამაგალითო მოსწავლე, იმავდროულად უკვე წარმატებული სპორტსმენი. მადლობა ილიას მშობლებს - ეკა გვარლიანს და ბექა ხერგიანს ასეთი შვილის აღზრდისთვის. მადლობა მის პედაგოგებს და, რა თქმა უნდა, „izrune.ge“-ს გუნდს, მუდამ რომ ზრუნავენ ახალგაზრდა თაობების წარმატებაზე. ბედნიერი მომავალი ილიას და მის თანატოლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტობი:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება