| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სსიპ ქ. გორის N10 საჯარო სკოლაში, მოსწავლე გოგონების ინიციატივით, დაარსდა სოციალური საწარმო „ახალგაზრდა დიზაინერები“ — სივრცე, რომელიც განათლების, პროფესიული განვითარებისა და საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობას ქმნის.
საწარმოში გოგონები ქმნიან პრაქტიკულ ნივთებს, ეუფლებიან მეწარმეობას, დიზაინსა და კერვას.
„ახალგაზრდა დიზაინერები“ — ეს არის ადგილი, სადაც იდეები იღებენ ფორმას, შემოქმედება რეალურ პროდუქტად გარდაიქმნება, ხოლო გოგონები თავად ქმნიან საკუთარ მომავალს. სოციალური საწარმო შექმნილია ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის — „კარიერის მართვისა და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში“ — ფარგლებში.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციებია: ChildFund Deutschland E.V. (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), Vesta და EcoVisio (მოლდოვა), CODE – სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი), ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (საქართველო).
R
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას