სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი სასწავლო წლიდან ცვლილებები საგნის პედაგოგებს შეეხებათ - სამინისტრო დეტალებზე 
19-06-2025
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო პროგრამა „STEAM განათლების“ განხორციელება, რომელეც დარეგისტრირდა 800-მდე მასწავლებელი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვებინარები, რომლის შემდგომ ტესტირების საფუძველზე შეირჩევა 200 მასწავლებელი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბანაკში, სადაც შეისწავლიან STEAM კლუბების მართვის პრაქტიკულ საკითხებს. მათ შორის კლუბური საქმიანობისთვის აუცილებელ უსაფრთხოების სტანდარტებს. სამუშაო შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება STEAM მიმართულებით დავალებების შემუშავებასა და STEAM საგნების (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ვიზუალური ხელოვნება, მათემატიკა) ინტეგრირებულ სწავლებაზე. ბანაკი შესაძლებლობას მისცემს მასწავლებლებს, ჩამოაყალიბონ პროფესიული ქსელები, რომლებიც საუკეთესო საშუალება იქნება შემდგომში გამოცდილების გაზიარებისთვის.

შერჩეული ლიდერები 2025-2026 სასწავლო წლიდან საკუთარ სკოლებში დააფუძნებენ STEAM კლუბებს. წლის განმავლობაში ჩატარდება რეგულარული სამუშაო შეხვედრები ლიდერებთან-როგორც დისტანციურ, ისე პირისპირ ფორმატში. ყოველკვირეულ სამუშაო შეხვედრებზე მასწავლებლები იმუშავებენ რეალურ კომპონენტებთან, შექმნიან საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროექტებს და მიღებულ პრაქტიკას დანერგავენ კლუბებში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება