სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა იცოდეთ, რომ მაღლი ქულა მიიღოთ ინგლისურის გამოცდაში - მნიშვნელოვანი რჩევები აბიტურიენტებისთვის
25-06-2025
-
+


რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტება, ინგლისური ენის გამოცდის მეოთხე და მეხუთე დავლებების შესრულებისას - რომლებიც მათ ლესიკასა და გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს - დეტალური ინფორმაცია, რომლის გაცნობაც დაგეხმარებათ, მაღალი ქულის მიღებაში და თავიდან აგარიდებთ ტექნიკურ შეცდმებს, რომელსაც აპლიკანტები ხშირად უშვებენ ტესტზე მუშაობისას. 

IV დავალებაში გამოტოვებულ ადგილებში უნდა ჩასვათ შესაბამისი სიტყვა, რომელიც მოცემული გაქვთ. გაითვალისწინეთ, ორი სიტყვა ზედმეტია და თითოეული სიტყვის გამოყენება მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. ამასთან, სიტყვის ჩასმისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კონტექსტი.

დავალების შესრულებისას გაითვალისწინეთ: ვიდრე გამოტოვებული სიტყვების ჩასმას დაიწყებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და შეეცადეთ, გაიგოთ თუ რის შესახებაა იგი. ამავე დროს, შეეცადეთ კარგად გაიაზროთ იმ წინადადებების შინაარსი, რომლებშიც სიტყვებია გამოტოვებული. წაიკითხეთ მოცემული სიტყვები და გაიაზრეთ სიტყვების მნიშვნელობა. შემდეგ ტექსტი ისევ გადაიკითხეთ და შეეცადეთ გამოტოვებული ადგილები სათანადო სიტყვებით შეავსოთ. სწორი არჩევანის გაკეთებაში გრამატიკის ცოდნაც დაგეხმარებათ. თუ მიხვდებით კონკრეტულ კონტექსტში რომელი მეტყველების ნაწილია გამოტოვებული (ზმნა, არსებითი, ზედსართავი და ა.შ.), მაშინ სწორი სიტყვის არჩევა გაცილებით უფრო გაგიადვილდებათ. 

დავალებაში მოცემულია ტექსტი, რომელშიც 12 სიტყვაა გამოტოვებული. სიტყვები სრულმნიშვნელოვანია. გამოტოვებული სიტყვები ცალკეა გამოტანილი. ყოველ გამოტოვებულ ადგილას აბიტურიენტმა უნდა ჩასვას ერთი სიტყვა. თითოეული სიტყვის გამოყენება მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. სწორი სიტყვის შერჩევაში გეხმარებათ კონტექსტი. ამგვარად, ლექსიკის ცოდნა მოწმდება არა იზოლირებულად, არამედ კონტექსტზე დაყრდნობით. ყოველ სიტყვას ახლავს პირობითი ასო, მაგ.: like (A), enjoy (B), never (C). პასუხების ფურცელზე აბიტურიენტმა უნდა მონიშნოს სიტყვის შესაბამისი ასო. საკითხების რაოდენობაა 12. 

თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. ტესტის ამ დავალების მაქსიმალური ჯამური ქულაა 12.

დავალება 5: გრამატიკა წაიკითხეთ ტექსტი და ყოველი გამოტოვებული ადგილისთვის მოცემული პასუხიდან აირჩიეთ ერთი.

ისევე როგორც, წინა წინა დავალებაში, აქაც 12 სიტყვაა გამოტოვებული, თუმცა ამჯერად აპლიკანტმა 4 სავარაუდო პასუხიდან ერთი უნდა აირჩიოს.

დავალების შესრულებისას გაითვალისწინეთ: ვიდრე გამოტოვებული დამხმარე სიტყვების ჩასმას დაიწყებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და შეეცადეთ, გაიგოთ თუ რის შესახებაა იგი. ამავე დროს, შეეცადეთ კარგად გაიაზროთ იმ წინადადებების შინაარსი, რომლებშიც სიტყვებია ჩასასმელი. სწორი არჩევანის გაკეთებაში გრამატიკის ცოდნაც დაგეხმარებათ და კონტექსტის გააზრებაც.

დავალებაში მოცემულია ტექსტი, რომელშიც 12 სიტყვაა გამოტოვებული. ეს არის დამხმარე, (გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი) სიტყვები, როგორიცაა, მაგ. არტიკლი, კავშირი, წინდებული და ა.შ. ინგლისური ენის ტესტში შეიძლება ასევე გამოტანილი იყოს შესაბამისი დონის (B1) ფრაზული ზმნის მეორე ნაწილი, მაგ. look for, switch on. აბიტურიენტს მოეთხოვება ყოველი გამოტოვებული ადგილისთვის 4 არჩევანიდან (A, B, C, D) აირჩიოს სწორი ვარიანტი. ამ დავალებაში საკითხების რაოდენობაა 12 და, შესაბამისად, მაქსიმალური ქულა არის 12. პასუხების ფურცელზე აბიტურიენტმა უნდა მონიშნოს სიტყვის შესაბამისი ასო.

აბიტურიენტები ინგლისურ ენაში გამოცდას 7-8 ივლისს ჩააბარებენ. გამოცდა 2 საათი და 30 წუთი გრძელდება მაქსიმალური ქულა კი 70-ია. 

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება