სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს საშვებულებო დღეები სექტემბერში დაემატებათ - სამეურვეო საბჭოს არჩევნები
27-06-2025
-
+


14 ივლისს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება. სამეურვეო საბჭო შემადგენლობაში შედიან მშობლები და მასწავლებლები თანაბარი რაოდენობით, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი და სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა არჩევიდან 3 წელი.

ოქმების შეჯამების ბოლო ვადა 17 ივლისია, თუმცა აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს პედაგოგები უკვე კუთვნილ შვებულებაში არიან. საინტერესოა, რა ფორმით ეხება ცვლილება იმ მასწავლებელთა შვებულებას, რომლებიც რაიმე ფორმით არიან დაკავშირებულნი სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან.

სკოლებში სამინისტროს წერილი გაგზავნილია, სადაც განმარტებულია, რომ ასეთ შემთხვევაში მასწავლებლები შვებულებაში რამდენი დღითაც გვიან გავლენ, იმდენი საშვებულებო დღე სექტემბერში დაემატებათ.

იმ სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 12 წევრი შემდეგი პრინციპით:

ა) 6 მასწავლებელი;

ბ) 2 პირველი საფეხურის მშობელი;

გ) 2 მეორე საფეხურის მშობელი;

დ) 2 მესამე საფეხურის მშობელი.

მოსწავლეთა კონტინგენტის მიხედვით თანაფარდობა განსხვავებულია. აღნიშნული დეტალები იხილეთ ბმულზე - https://www.etaloni.ge/geo/main/index/118273

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება