სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეებისთვის, რომლებიც მასწავლებლის გაკვეთილს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან, აღრიცხვის საგამონაკლისო წესი დამტკიცდა 
20-06-2025
-
+


სახალხო დამცველი მიესალმება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ზოგადი საგამონაკლისო წესის შემუშავებისა და შესაბამისი ჩანაწერის კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით.
 
ომბუსდმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასი ვკითხულობთ: 2024 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოსწავლეთა ძალადობისგან დაცვის, ემოციურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და მონიტორინგის განხორციელების რეკომენდაციით მიმართა.
 
ინდივიდუალური საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განათლების ეროვნული სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ მიდგომას იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც კონკრეტული მასწავლებლის გაკვეთილებს არ ესწრებიან პროტესტის ნიშნად, საკუთარი ან სხვა ბავშვების მიმართ შესაძლო უფლებადარღვევის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში, სკოლის მხრიდან, შესაძლოა, უზრუნველყოფილ იქნას, მოსწავლის სხვა მასწავლებლის გაკვეთილებზე დასწრება, გაცდენები მაინც აღირიცხება.
 
სახალხო დამცველის შეფასებით, ყოველივე განათლებაზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ეფექტიანი და ბავშვებზე მორგებული მიდგომის დანერგვის საჭიროებაზე მიუთითებდა.
 
2025 წლის 9 ივნისს მიღებული ინფორმაციის თანახმად, განათლების სამინისტრომ სრულად გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და მიიღო გადაწყვეტილება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ზოგადი საგამონაკლისო წესის შემუშავებისა და შესაბამისი ჩანაწერის კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით. საგამონაკლისო წესი შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო უფლებადარღვევისას მოსწავლე გაკვეთილებს არ ესწრება და მას, პარალელურად, გაკვეთილებს სხვა პედაგოგი უტარებს. ამასთან, განისაზღვრება სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ვალდებულება, ჩაერთოს შემთხვევის მართვის პროცესში და უზრუნველყოს პროცესზე მონიტორინგი.
 
საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება განათლების უფლების სრულფასოვანი რეალიზების ფუნდამენტური წინაპირობაა.
 
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში ბავშვთა უფლებების დაცვა და მათთვის მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ამ მიზნის მისაღწევად, უწყებებს შორის თანამშრომლობისა და ერთიანი ხედვის აუცილებლობაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება