სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge, საინტერესო , იაზროვნე

საზაფხულო პროექტი მომავალი პირველკლასელებისთვის
17-06-2025
-
+


„ეტალონის“, izrune.ge-სა და „პირველკლასელთა აკადემიის“ ერთობლივი საზაფხულო პროექტი მომავალი პირველკლასელებისთვის
 
სასკოლო ცხოვრებისკენ გადადგმული ნაბიჯი თითოეული ბავშვისთვის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელიც მათ შემდგომ ზრდასა და განვითარებას უდებს საფუძველს. ეს ცვლილება მხოლოდ აკადემიურ ნაწილს არ უკავშირდება - ბავშვისთვის ეს ფსიქო-სოციალური განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდიცაა. სწორი მიმართულებით ჩაყრილი საფუძველი კი მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში ცოდნისკენ სწრაფვის სურვილს აყალიბებს. 
 
ამიტომაც სასკოლო მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ეხმარება ბავშვს მიეჩვიოს ახალ წესებს, განივითაროს თავდაჯერებულობა და ყველა იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელიც მას სკოლაში,პირველი კლასიდანვე დასჭირდება. ადრეული ჩართულობა, განსაკუთრებით კი ოჯახის მხარდაჭერა, ეხმარება ბავშვს, დაუკავშიროს სწავლის პროცესი დადებით მოლოდინსა და მხარდაჭერას და არა - სტრესს. 
 
საგანმანათლებლო სფეროში 20 წლიანი გამოცდილების მქონე - „ეტალონის“ და  მისი პროექტების, izrune.ge-სა და „პირველკლასელთა აკადემიის“ ერთობლივი საზაფხულო პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს მომავალი პირველკლასელებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ყოველკვირეული აქტივობების შეთავაზება. სპეციალური პლატფორმის საშუალებით ყოველკვირეული თემატური ტესტები ინტერაქციული, შემეცნებითი და დადებითი მოტივაციის შემქმნელი გახდება.
 
მომავალ პირველკლასელთა საზაფხულო პროგრამა ოჯახის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს: რადგან ბავშვს ჯერ  აქვს წერა-კითხვის გამართული უნარ-ჩვევები, მისი მხარდამჭერი და მეგზური შემეცნებით პროცესში მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები უნდა იყვნენ, რომლებიც დაეხმარებიან კითხვის პირობის, სავარაუდო პასუხებისა და პასუხის ძიების პროცესის სწორ აღქმაში. 
 
ყოველი ტესტის ბოლოს ბავშვი მიიღებს სახელობით ონლაინ სიგელს, რაც მისთვის დამატებით მოტივაციასა და წარმატებული შედეგების თვალსაჩინოებას შექმნის, საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში კი დამატებითი წამახალისებელი კომპონენტი გახდება. 
 
თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, ტესტის გავლა ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით, სასურველ დღეს, დღის ნებისმიერი მონაკვეთში იქნება შესაძლებელი. ამგვარი მიდგომაც უზრუნველყოფს, რომ ბავშვისთვის ცოდნის მიღება და წარმოჩენა ასოცირდებოდეს არა მკაცრად დადგენილ გრაფიკთან, არამედ დამოკიდებული იყოს მის განწყობაზე, თავისუფალ დროსა და ოჯახის წევრების ჩართულობის შესაძლებლობაზე. თუმცა აქვე, ეს პროცესი გახდება პასუხისმგებლობის გააზრების ერთგვარი საწყისი, რომლის მიხედვითაც ის დროის სწორად აღქმა-განაწილებას შეეჩვევა. 
 
პროგრამაში ჩართვისას თქვენ რამდენიმე დღეში გამოგეგზავნებათ წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც სპეციალურად შექმნილია „ეტალონის“ ავტორისა და წამყვანის, აკადემიური დოქტორის გოჩა ტყეშელაშვილის მიერ სასკოლო მზაობისათვის და მთელი ზაფხულის განმავლობაში მეგზურობას გაგიწევთ ამ შემეცნებით გზაზე. ხოლო პროექტის დასრულების შემდგომ, გამოგეგზავნებათ თქვენი ბავშვის სასკოლო მზაობის სპეციალური სახელობითი დიპლომი, რომელიც მისი აქტიური და წარმატებული ჩართულობისა და სკოლისათვის მზაობის დასტურს წარმოადგენს. 
 
პროგრამა იწყება 01 ივლისს და სრულდება 31 აგვისტოს, ჯამურად თქვენ წვდომა გექნებათ 9 ტესტზე, აქედან 8 თემატური, ხოლო ბოლო შემაჯამებელი, ანუ განვლილის ერთგვარი გამეორება იქნება. 
 
ყოველკვირეული ტესტები მორგებულია სასკოლო მზაობის საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ თემატიკას. 
 
პროგრამაში ჩართვისთვის რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბმულზე:
 
პროგრამის სრული ღირებულებაა: 92 ლარი 
 
გადახდა შესაძლებელია საბანკო გადმორიცხვით, რეგისტრაციაში მითითებული რეკვიზიტების შესაბამისად.
 
გვჯერა, ერთად შევძლებთ ცოდნის და პიროვნული განვითარების გზის საწყისი ბავშვებისთვის გავხადოთ საინტერესო, შემეცნებითი და გამარჯვებებით სავსე !
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება