სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია, როდემდე აქვთ უნივერსიტეტებს იმ პროგრამებით სწავლების უფლება, რომლებიც მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული
27-03-2026
-
+


უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლლების მიხედვით განისაზღვრა იმ საგანმანათლებლო პროგრამების ფუნქციონირების ვადები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული  მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალში. 

სახელმწიფო უნივერისტეტებს, მიეცეთ უფლება, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც გათვალისწინებული არ არის აღნიშნული ჩამონათვალით, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით:

ა) არანაკლებ 180-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე;

ბ) არანაკლებ 240-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე;

გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე;

დ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე;

ე) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება