სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაკალავრები მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ - საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტულ წლებში გაცემულ დოკუმენტს ეხება
10-04-2026
-
+


„პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ათასობით ჩვენს მოქალაქეს მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები“ - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა და ისიც განმარტა, რომ ცვლილება ითვალისწინებს 4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარებას თანაბრად. დოკუმენტი შეეხება სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში აღიარებულ რეჟიმში ჩაირიცხნენ და სწავლა არაღიარებულ რეჟიმში დაასრულეს, ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ლიცენზიის მოპოვებამდე ჩარიცხეს უნივერსიტეტში.

„გვქონდა ასეთი მოცემულობა - ჩვენი მოქალაქეები 4-წლიან პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იგივე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იმავე კვალიფიკაციას, როგორსაც 5-წლიან დაუსწრებელზე. აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, 5-წლიანი უთანაბრდებოდა მაგისტრის ხარისხს, ხოლო 4-წლიანს ენიჭებოდა ბაკალავრის ხარისხი. ცვლილებების საფუძველზე, ის, ვინც 4-წლიანი პროგრამა დაასრულა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა დასაქმებას მათთვის სასურველი მიმართულებით.

2010 წლამდე, სანამ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდებოდა, განათლების სფეროში არ არსებობდა რეესტრი, რომელიც სტუდენტების ინფორმირებას უზრუნველყოფდა. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უნივერსიტეტები, რომლებსაც არ ჰქონდათ აკრედიტაცია მინიჭებული, არ ეუბნებოდნენ აბიტურიენტებს ამის შესახებ და მათ ისე რიცხავდნენ. შემდგომში, როდესაც გასცემდნენ დიპლომს, კურსდამთავრებულებს უკვე ამ დოკუმენტის აღიარებაზე ექმნებოდათ პრობლემები.

ამასთან, რიგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდა ავტორიზაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ სწავლის პერიოდში შეუწყდათ. ამის შესახებაც არ იყვნენ ინფორმირებულნი სტუდენტები და შემდგომში ამ უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანებს ჰქონდათ პრობლემები.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ, პრობლემურ პროცესებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები დიპლომის აღიარებისთვის გადიან - მიდიან სასამართლოში, ასაჩივრებენ პროცესებს, რაც დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება და ათასობით ჩვენი მოქალაქის დიპლომი აღიარებული იქნება,“ - განაცხადა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება