| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა.
ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და თსსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
„საუნივერსიტეტო კლინიკის მულტიფუნქციური სივრცე – სტაციონარი, სხვადასხვა განყოფილება, თერაპიული, სარეაბილიტაციო თუ სასწავლო ნაწილი – ერთიანობაში შესაძლებლობას იძლევა, რომ პაციენტებს სრულყოფილი მკურნალობა გაეწიოთ. აქ ერთ სივრცეში გაერთიანდება განათლება, კვლევა და კლინიკური პრაქტიკა, რაც თანამედროვე საუნივერსიტეტო მედიცინის განვითარების მთავარ წინაპირობას ქმნის.
მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში საქმიანობას განახორციელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების აკადემიური პერსონალი. სწორედ მათი პროფესიონალიზმის, მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, ეთიკისა და საუნივერსიტეტო სივრცეში მიღებული გამოცდილების შედეგად, კლინიკის ბაზაზე მომზადდებიან კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა სპეციალისტები.
მჯერა, ეს პროექტი მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს და გამორჩეულ წვლილს შეიტანს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი