| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წითელ პარასკევს, მორწმუნეები ოჯახებში კვერცხს წითლად ღებავენ - ეს გახლავთ ტრადიცია, რომელიც წინასადღესასწაულო პერიოდის ტრადიციად დამკვიდრდა და ყველა მართლმადიდებელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება - აღდგომამდე კვერცხს არც ვტეხავთ და არც ვჭამთ.
თუმცა მარტივი არაა, ეს ყველაფერი აუხსნა ბავშვებს და გააგებინო, რომ არ შეიძლება შეღებილი კვერცხის ჭამა.
ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან აღნიშნავს, რომ თუ ბავშვს სურს, მიირთვას წითლად შეღებილი კვერცხი, არ უნდა დავუშალოთ:
„...ესეც ერთგვარი რიტუალია, როდესაც ვამბობთ „ქრისტე აღდგა“ და ვტეხავთ კვერცხს, ამ სიტყვებს კი აღდგომამდე ხომ ვერ ვიტყვით? რაც შეეხება კვერცხის მირთმევას, ვინც არ მარხულობს, შეზღუდვა არ აქვს... განსაკუთრებით ბავშვებს ეხებათ - ხშირად მოგვმართავენ განმარტებისთვის... ოჯახები ცდილობენ, რომ აღდგომამდე არ ჭამონ ბავშვებმა შეღებილი კვრცხი, მით უმეტეს, რომ ეკლესიას აქვს ტრადიცია: აკურთხებს პასკასაც, კვერცხსაც... წირვაზე დალოცვით კურთხევა ხდება, მაგრამ ბავშვებს რაც შეეხება, თუნდაც შეჭამოს, ამისთვის არ უნდა დავსაჯოთ ისინი... მათ ყველაზე გულწრფელი სიხარულით უხარიათ და ასეც უნდა იყოს... ყოველი დღე აღდგომის ტოლფასია და პატარა ბავშვებს შიში არ უნდა ჩავუნერგოთ, პირიქით სიყვარული და სიხარული ვასწავლოთ“.
საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...