სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეორე სამსახურში დასაქმების აკრძალვა განათლების სფეროს კონკრეტულ წარმომადგენლებს მოეხსნებათ - ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილება
15-04-2026
-
+


„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის კონკრეტული შეზღუდვის მოხსნას მეორე სამსახურთან დაკავშირებით - ეს ეხება სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნასთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესებთან დაკავშირებულ ანაზღაურებად საქმიანობებს. 

თუმცა გარკვეული შეზღუდვა კვლავ რჩება და საჭირო იქნება ნებართვა, რომელსაც 1-წლიანი ვადით გასცემს „შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო“.

ცვლილებას, რომელსაც განათლების მინისტრის მოდაგილე, ზვიად გაბისონია წარადგენს, პარლამენტის განათლების კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს და შედეგად, „განათლების სფეროში საკანონმდებლო და სახელმწიფო მანდატით განსაზღვრული პროცესების - „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების შექმნა, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესთან დაკავშირებული საქმიანობები არ ჩაითვლება შეუთავსებელ საქმიანობად“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება