სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიძლება თუ არა აღდგომას საფლავზე გასვლა და მისალმების მაგივრად 40 დღე რატომ ვამბობთ „ქრისტე აღდგა“  - პასუხი აქტუალურ კითხვებზე
11-04-2026
-
+


12 აპრილს მართლმადიდებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ - სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ, მანამდე კი ოჯახებში ახარებენ ჯეჯილს, აცხობენ პასკას, წითლად იღებება კვერცხი... და ამ ტრადიციული ატრიბუტიკით ახალი სიცოცხლის დაწყებას ვზეიმობთ...

იმავდროულად დამკვიდრებულია საფლავზე გასვლის ტრადიცია და წინასააღდგომოდ ყოველთვის ააქტუალურია კითხვა, შეიძლება თუ არა კვირას საფლავზე გასვლა?

etaloni.ge-ს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი დანიელი (სოლომონიძე) განუმარტავს, რომ აღდგომა სოცოცხლის დღესასწაულია:

„აღდგომა ბრწყინვალე დღესასწაულია, როდესაც მიცვალებულთა სულებიც ზეიმობენ და ამიტომ, ეკლესიას დაწესებული აქვს ორშაბათი, თუმცა, თუ ვინმე ამ დღეს საფლავზე გავა, ეს ნამდვილად არ არის მოუნანიებელი ცოდვა, რომ დაისაჯოს... 

რატომ ვამბობთ აღდგომიდან 40 დღე მისალმების მაგივრად „ქრისტე აღდგა“? - ასე ვიხსენებთ მაცხოვრის აღდგომას და ამაღლებმადე ყოველი დღე დღესასწაულია... ადრე აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებული სისადავით გამოირჩეოდა და როდესაც მაცხოვრის აღდგომის მხილველ ადამიანთა გული ვერ იტევდა ამ დიდ სიხარულს, სწორედ ამ სიტყვებით ახარებდნენ ერთმანეთს - ეს პერიოდი სიმბოლურად აღნიშნავს დროს, რომლის განმავლობაშიც აღდგომილი მაცხოვარი ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ეს ტრადიციაც ხაზს უსვამს ამ დღის სიხარულს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება