სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეიტინგული სია ცნობილია - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
07-04-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის საბოლოო შედეგები და მონაწილეთა რეიტინგული სია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - online.naec.ge.
 
დასკვნით ტურში გამარჯვება ქვეყნის მასშტაბით 114-მა მონაწილემ (მათგან რამდენიმემ 1-ზე მეტ საგანში) მოიპოვა. გამარჯვებული მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მიღწევებით, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარით, ასევე, სწავლისადმი მაღალი მოტივაციითა და პასუხისმგებლობით.
 
მესამე ტურში გამარჯვებულია მოსწავლე, რომელმაც შესაბამის საგანში ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60% მოიპოვა და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგულ სიაში პირველ 10 მონაწილეს შორის მოხვდა. გამარჯვებულად მიიჩნევა, ასევე, ის მონაწილე, რომლის მიღებული ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგული სიის პირველ ათეულში მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, საბოლოო რეიტინგის განსაზღვრის მიზნით, გათვალისწინებულია მეორე ტურში მიღებულ შედეგებიც და საჭიროების შემთხვევაში პირველი ტურის შედეგებიც.
 
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით, ასევე გახდებიან საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში.
 
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება და მასში ათიათასობით მოსწავლეა ჩართული. პირველ ტურში მონაწილეობა 20 000-მდე მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის შედეგების საფუძველზე მეორე ტურში 8000-მდე მოსწავლე გადავიდა, ხოლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნით ტურში 625 (მათგან 75 მოსწავლე 1-ზე მეტ საგანში იღებდა მონაწილეობას) მოსწავლე გადავიდა.
 
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, განვითარება და სწავლის მოტივაციის ამაღლება.
 
რეიტინგული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://www.naec.ge/#/ge/post/3544

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება