სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

5 მარტივი სააღდგომო აქტივობა, რომლებიც მოსწავლეებს დღესასწაულის მოლოდინს გაუხალისებს
04-04-2026
-
+


სააღდგომო სასკოლო აქტივობები აერთიანებს თამაშს, სწავლას და შემოქმედებას, რაც ბავშვებს ეხმარება როგორც აკადემიური ცოდნის გაღრმავებაში, ისე სხვადასხვა უნარის განვითარებაში. სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო, ასეთი აქტივობები ეფექტურად გამოიყენება თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკაში.

სკოლაში აღდგომის აღნიშვნა გულისხმობს თემატური გაკვეთილებს, შემოქმედებით მასტერ-კლასებს, სააღდგომო დეკორაციების შექმნას, ხატვის კონკურსებს, ტრადიციულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებსა თუ თემატურ ქვესტებს.

აქტივობები კი მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის სააღდგომო ტრადიციების გაცნობას, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას და სადღესასწაულო გარემოს შექმნას.

კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები: ეს შეიძლება იყოს კლასის საათები, გაკვეთილები თუ საუბრები დღესასწაულის ბიბლიურ ისტორიასა და სააღდგომო ტრადიციებზე. ასეთი ღონისძიებები მოსწავლეებს ეხმარება აღდგომის არსის უკეთ გააზრებაში. ბავშვები სწავლობენ, როგორც საკუთარი ქვეყნის ადათ-წესებს, ასევე ეცნობიან მსოფლიო ტრადიციებს.

შემოქმედებითი მასტერ-კლასები

„სააღდგომო საჩუქარი“ - ეს შესაძლოა იყოს სუვენირების, მისალოცი ბარათებისა, ხელნაკეთი ნივთების დამზადება, სააღდგომო კვერცხების მოხატვა, რაც მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და თავშესაქცევია.

ხატვის თემატური კონკურსი 

ხატვის კონკურსის ორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შემოქმედებითი აქტივობაა. 

ნამუშევრების დასრულების შემდეგ შესაძლებელია გამოფენის მოწყობა. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს აძლევს საკუთარი შრომის საჯაროდ წარმოჩენის შესაძლებლობას და ზრდის მათ მოტივაციას. 

ამასთანავე შესაძლებელია, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაც, სადაც ბავშვები საკუთარი ნამუშევრების გასხვისებასა და თანხის მოგროვებას შეძლებენ იმ ადამიანებისთვის, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. 

თემატური ქვესტი

სააღდგომო აქტივობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბავშვებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი თემატური ქვესტია, მაგალითად - „დაკარგული ოქროს კვერცხის საიდუმლო“.

ასეთი თამაში აერთიანებს საგანმანათლებლო და გასართობ ელემენტებს: მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ, ასრულებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს - გამოცანებს, მატივ მათემატიკურ ამოცანებს, ლოგიკურ ტესტებსა და შემოქმედებით დავალებებს და ეტაპობრივად უახლოვდებიან საბოლოო მიზანს - დამალული „ოქროს კვერცხის“ აღმოჩენას.

ბუნება, აღდგომა და ახალი სიცოცხლე

ტრადიციული წინასააღდგომო აქტივობა იქნება ჯეჯილის დათესვა და დაკვირვება თუ როგორ იზრდება. იხილეთ - როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

აღნიშნული აქტივობა ბუნებისმეტყველების შესწავლის მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა და სააღდგომო ტრადიციასთანაც არის დაკავშირებული. მოსწავლეები საკუთარი ხელით თესავენ ხორბალს და აკვირდებიან მისი ზრდის ეტაპებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, უკეთ გაიაზრონ მცენარის განვითარების ციკლი.

ასეთი აქტივობა ხელს უწყობს კვლევითი უნარების განვითარებას - ბავშვები სწავლობენ დაკვირვებას, შედეგების შედარებასა და დასკვნების გამოტანას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება