სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებისა და სკოლებისთვის სამინისტრო სასაჩუქრე ბარათებს ყიდულობს 
15-04-2026
-
+


სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების/ სკოლებისათვის კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათების შესყიდვისთვის 26 130 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. 

კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათები:

I ადგილი - 1,500 ლარიანი - 6 ერთეული
II ადგილი - 1,200 ლარიანი - 6 ერთეული
III ადგილი - 1,000 ლარიანი - 6 ერთეული
ჟიურის რჩეული - 700 ლარიანი - 6 ერთეული

სატენდერო დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული რომელ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების/სკოლები დაჯილდოვდებიან სასაჩუქრე ბარათებით, თუმცა დეტალურად არის გაწერილი რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს კომპანიამ, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს,

1. სასაჩუქრე ბარათის წარმომდგენ პირს ბარათის გამოყენების დროს უნდა ჰქონდეს უფლება თანხის დამატებით შეიძინოს სასურველი ნივთი;
2. ბარათის მფლობელ პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სასურველი ნივთი შეიძინოს არანაკლებ 3 სავაჭრო ობიექტში, მათგან 1 ქ. თბილისში და დანარჩენი რეგიონებში, რაზეც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მისამართი/მისამართები.
3. სასაჩუქრე ბარათით შეძენილ ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 წლიანი გარანტია,
4. მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო ვადის განმავლობაში საქონლის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეცვლა ახლით, ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;
5. სასაჩუქრე ბარათზე მითითებული უნდა იყოს სასაჩუქრე თანხის ოდენობა, მიმწოდებლის დასახელება, მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება სასაჩუქრე ბარათის განაღდება, გამოყენების ვადა (ვაუჩერის მოწოდებიდან 1 წელი) და დამოწმებული უნდა იყოს მიმწოდებლის მხრიდან ხელმოწერითა და ბეჭდით;
6. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს სასაჩუქრე ბარათის მფლობელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო და ახალი საქონელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება