სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა“... - 37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09-04-2026
-
+


1989 წლის 9 აპრილის ღამე სამუდამოდ აღიბეჭდა ქართველი ხალხის მეხსიერებაში... დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსეთის ჯარმა დაარბია... იმ დილით დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი საქართველო ძაძებით შეიმოსა და მხოლოდ წუთიერი დუმილი აყრუებდა რუსთაველის გამზირს... იმ დილით მხოლოდ ჭადრები „ლაპარაკობდნენ“ გულიდან ამოხეთქილი, სისხლის ცრემლებით ნაწერი ლექსებით. 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 2000-მდე ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 

37 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

***

„უსუსურება საკუთარი თანდათან მანგრევს,

ვტირი და მაინც - მე ვამაყობ ჩემი მკვდრებითაც,

რომ მტრის წინაშე არ დავეცე და კი არ გავქრე,

ამოვიზარდო, აღმოვცენდე მოთმინებიდან“.

გივი ალხაზიშვილი

***

„ვინ მოგვიშუშებს ამ ტკივილს,

ან ვინ შეგვიშრობს არ ცრემლს?

გულმკვდარ ამერს და იმიერს

დარდის ღრუბელი აწევს...“

ბაღათურ არაბული

***

„ვინ შემიბღალა გაზაფხულის მშვიდი საღამო

ვინ გამოიხმო უნაპირო სევდა მწუხრიდან?!

შენ დაიფარე საქართველო, ღმერთო, მაღალო,

და საქართველოს ასე ძვირად ვინაც უღირდა...“

ეკა ბაქრაძე

***

„მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,

სისხლი დალია და დამშვიდდა...

... ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული,

ნატვრა აუსრულეს ბატონებს,

დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური,

მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.

... ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი,

მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,

ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით,

სული ამოგვხადეს და დაგვცინეს...

...მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა,

დარჩა თბილისი და ატირდა“....

მორის ფოცხიშვილი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება