| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის‘‘ ფარგლებში, მოწვეულმა გერმანელმა პედაგოგმა ლოთერ ბეიკერმა გერმანული ენის მასწავლებლებისთვის სემინარი გამართა.
სემინარში მონაწილეობა ქვემო ქართლის, კახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონების საჯარო სკოლების გერმანული ენის მასწავლებლებმა მიიღეს.
მონაწილეები გაეცნენ გერმანული ენის სასწავლო რესურსს „სამსაფეხურიანი მართვადი ტრანსფერის მეთოდი უცხო ენის სწავლებისთვის (V–XII კლასები)‘‘ რომელიც მიზნად ისახავს ენის საბაზისო უნარების განვითარებას სწავლების თანამედროვე, ინოვაციური და გამარტივებული მეთოდების გამოყენებით.
პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის‘‘ უცხოელი მოხალისე მასწავლებლები, რომლებიც განაწილებულნი არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში ინტერკულტურულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებს რეგულარულად ატარებენ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი