სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეკომენდაციები სკოლებს გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად!
09-01-2019
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი 21 იანვარს დაიწყება.

სასკოლო არდადეგები 2018 წლის 31 დკემბრიდან დაიწყო და 15 იანვარს უნდა განახლებულიყო.

„ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას“,-ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციას აძლევს, არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ კი სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

etaloni.ge ასევე, გთავაზობთ განათლების სამინსიტროს მიერ 2016 წელს გავრცელებულ ინფორმაციას რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ:

  • გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში;
  • სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას;
  • სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება;
  • გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.

„იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ  სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამასთან, სკოლებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპის გავრცელების რისკი“,-ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ 2016 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: ვირუსების გამო სკოლებისა და ბაღების დახურვას პოსტსაბჭოთა ქვეყნები ითხოვენ ხოლმე - პაატა იმნაძე


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი 31 მაისს ავტომატურად დადასტურდება - განახლებული ინფორმაცია მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების აპრობაცია დასრულდა - NAEC შედეგებს აქვეყნებს

მასწავლებელთა შეფასების კრიტერიუმები სამინისტრომ დაამტკიცა - ეროვნულ პერმიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

პიროვნება

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება