სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდებში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადების მიღება დაიწყო - დეტალებს NAEC ავრცელებს
14-05-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ პროცედურების განხორციელება დაიწყო. 
 
პირებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით საფასური ზედმეტად ან შეცდომით გადაიხადეს, შესაძლებლობა აქვთ, 2026 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის 18:00 საათამდე თანხის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.
 
განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად - https://online1.naec.ge/oapp/, ასევე მატერიალურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ გადაგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eFlow) გამოყენებით.
 
საფასურის დაბრუნების მოთხოვნით ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც რეგისტრაციის საფასური განსაზღვრულზე მეტი ოდენობით გადაიხადეს, საფასური გადაიხადეს, თუმცა სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში არ გაიარეს რეგისტრაცია და ასევე იმ აპლიკანტებს, რომლებმაც რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გამოცდაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
 
იმ შემთხვევაში, თუ პირმა რეგისტრაციის საფასური გადაიხადა, თუმცა არ გაიარა რეგისტრაცია, ვალდებულია შეავსოს ამობეჭდილი განცხადების ფორმა და წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ხოლო რეგიონებში შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
 
წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს გამოსაცდელის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ განმცხადებელი სხვა პირია წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (მინდობილობა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა), ასევე ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება), აგრეთვე ანგარიშის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
 
თანხის ჩარიცხვა განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება.
 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონ პროცედურებს და განცხადებები დადგენილ ვადებში წარადგინონ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კლუბს სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია უხელმძღვანელებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება