სიახლეები
სიახლეები

ვირუსების გამო სკოლებისა და ბაღების დახურვას პოსტსაბჭოთა ქვეყნები ითხოვენ ხოლმე - პაატა იმნაძე
09-01-2019
-
+


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ვირუსების გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

კითხვაზე რამდენად შეიძლება გრიპის ვირუსის გამო, სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება გადაიდოს, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე არის დამოკიდებული, ჯერჯერობით კი ავადობის შემცირების ტენდენცია არსებობს.

„ესაა ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოთხოვნა ხოლმე, რომ დაიხუროს სკოლები და ბაღები. არსებობს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება... სკოლა და ბაღი რომ დაიხურება და ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი?! სკოლის და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან?! 

ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 256 არის 100 000 მოსახლეზე. ჯერჯერობით, ავადობის შემცირების ტენდენცია არსებობს. დავაკვირდებით ტენდენციას ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევაა დაფიქსირებული.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება