| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს 11 მაისიდან ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვახტანგ ცაგარელი უნივერსიტეტს 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ვახტანგ ცაგარელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად 2026 წლის 11 მაისიდან, 5 წლის ვადით“, - წერია პრემიერის ბრძანებაში.
ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ; ასევე იყო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი და ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელი. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი