სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მინისტრის მოადგილე სტიპენდიებთან დაკავშირებით ცვლილებებს აანონსებს - დეტალები
14-05-2026
-
+


პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ცვლილებებს, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროგრამები, რომელიც უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა, სხვა მიმართულებით არ გადავიდეს და მათ შორის სტიპენდიების მხარდაჭერისთვის დარჩეს.

„სოციალური მიმართულებით გვაქვს სტიპენდიები. ჩვენ სტიპენდიები გავაორმაგეთ და ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით დამატებითი სტიმულაციები გავაკეთოთ.

თბილისის მერიას დღემდე აქვს პროგრამა - თბილისის მოსახლობისთვის სოციალური მხარდაჭერის ნაწილში სწავლის კომპონენტს უფინანსებდა და ის, ვინც გრანტში ვერ მოხვდებოდა, უნაზღაურებდა, რაც ძალიან კარგი პროგრამაა. თუ სწორად მახსოვს, ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონ ლარამდეა.

თბილისის ვიცე-მერთან შეხვედრა გვქონდა. თბილისის მერი კახა კალაძის ინიციატივა იყო, თუ რა პროექტებზე შეგვეძლო გვემუშავა ამ მიმართულებით. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ეს თანხა სტუდენტების სტიპენდიების მხარდაჭერის პროგრამებისკენ მიემართოს, რაც მერის მიერ მოწონებული იყო. დიდი ალბათობით ამ საბიუჯეტო სახსრების ტრანსფორმირება სტუდენტების სტიპენდიების ნაწილში მოხდება. ის თუ რა ლოგიკით იქნება, ეს დასამუშავებელია. მერია ამ საკითხზე სამინისტროსთან და უნივერსიტეტებთან ერთად იმუშავებს და ოპტიმალურ მოდელამდე მივალთ.

ანალოგიურად მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თავდაცვის სამინისტროს აკადემიასთან. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრუქტურული ერთეული არ არის, ავტორიზაცია აკრედიტაციის ნაწილში ხარისხის უზრუნველყოფას ჩვენი სამინისტრო ახდენს. ამიტომ მათთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ.

ყველა ის პროგრამა, რომელიც უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სხვა მიმართულებით არ იქნას გადატანილი და დარჩეს მათ შორის სასტიპენდიო მხარდაჭერის ნაწილში“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

დაგვიანების კიდევ 4 შემტხვევა დაფიქსირდა - დღეს გამოცდებს მასწავლებლები და აბიტურიენტები აბარებენ 

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კლუბს სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია უხელმძღვანელებს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება