სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეგისტრაცია 9 მაისის ჩათვლით გაგრძელდება - დეტალურ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს
11-05-2026
-
+


პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის 11 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
 
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.ge, ასევე საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
 
2026 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.
 
კვლავ გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. 
 
აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.
 
რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.
 
2026 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე – vet.ge.
 
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

რეგისტრაცია 9 მაისის ჩათვლით გაგრძელდება - დეტალურ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს

სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

როგორ უნდა აიღოთ სკოლის ატესტატი და რა შემთხვევაშია ფასიანი 

„წლებია ვსაუბრობთ მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადების მნიშვნელობაზე“ - ანგარიში

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება