| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით დაიწყო სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განახლებული დარგობრივი მახასიათებლების პროექტების საჯარო განხილვა.
ცენტრის განმარტებით, მიზეზი პროგრამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაა.
„გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად განახლებული სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების პროექტების საჯარო განხილვის მიზნით, 2026 წლის 28 მაისს, 14:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 29.04.2026-დან- 26.05.2026, 18:00-მდე, იწარმოებს შემდეგ ბმულზე: სპეციალური განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლების პროექტების საჯარო განხილვა – Fill out form
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი რეკომენდაციების მიიღება 26.05.2026, 18:00-მდე.
სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი რეკომენდაციების მიიღება 26.05.2026, 18:00-მდე.
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს