სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს - საკითხები ცნობილია
07-05-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 7 მაისს 17:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე: „როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მოტივაციისა და თვითრეგულირების უნარის ჩამოყალიბებაში“.

ვებინარში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს Microsoft TEAMS-ის პლატფორმის ბმულის გამოყენებით: https://teams.microsoft.com/meet/46821969173674?p=LAF3F0KOUKVPo6Miae

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციისა და თვითრეგულირების უნარის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი თემები: თვით-აღქმა, ემოციური თვითრეგულირება, მოტივაციის გაღვივება, პასუხისმგებლობისა და თვითკონტროლის განვითარება, მხარდამჭერი გარემოს შექმნა და პრაქტიკული აქტივობების გამოყენება.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოცდილი პროფესიონალების დახმარებით გაიღრმაონ ცოდნა მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გაძლიერების, თვითრეგულირების სტრატეგიების განვითარების, ეფექტური სასწავლო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით და მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამუშაო პრაქტიკაში გამოიყენონ.

ვებინარის მომხსენებელია - ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე, ფასილიტატორი- „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის კონსულტანტი ნათია შერბაკოვა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება