| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტების აპრობაციის პროცესი დასრულდა.
ტესტირებაში მონაწილეობა დაახლოებით 1100-მა მსურველმა მიიღო. აპრობაციის მიზანს საგამოცდო ტესტური დავალებების ხარისხის შეფასება, მათი შინაარსობრივი დახვეწა და საგამოცდო ტესტისათვის ისეთი დავალებების შერჩევა წარმოადგენდა, რომლებიც მაღალი ფსიქომეტრული მახასიათებლებით, სანდოობითა და ვალიდურობით გამოირჩევა და შეფასების პროცესის ობიექტურობასა და სიზუსტეს უზრუნველყოფს.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის საცდელი ტესტის მაქსიმალური ქულა 51-ს შეადგენს, ხოლო საბაზო პროფესიული უნარების საცდელი ტესტის მაქსიმალური ქულა - 47-ს.
საცდელი ტესტირების შედეგად მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს სანდო, ვალიდური და ობიექტური საგამოცდო ტესტების შემუშავებას.
უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტების აპრობაციის შედეგები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - http://bit.ly/4wAFSYF
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი