სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი 31 მაისს ავტომატურად დადასტურდება - განახლებული ინფორმაცია მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის
18-05-2026
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გაცნობებთ, რომ 2025-2026 სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის სრულდება 2026 წლის 20 მაისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ელექტრონული ჟურნალის კორექტირებისა და დადასტურების ვადებს.

ვინაიდან მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი სრულდება 2026 წლის 20 მაისს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალის კორექტირება განახორციელონ 11 კალენდარული დღის განმავლობაში - 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ასახული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: საგაკვეთილო განრიგის კორექტირება, მოსწავლეთა კლასებზე გადანაწილება, განაყოფების გასწორება და სხვა, ელექტრონულ ჟურნალში აისახება სასწავლო წლის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით.

აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, განახლებული/კორექტირებული ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში აღარ აისახება.

პროცესის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 31 მაისს, განხორციელდება ელექტრონული ჟურნალის ავტომატური დადასტურება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როდის უნდა ამობეჭდოთ და რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში გაეზარდა

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება