სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

10-წუთიანი ინდივიდუალური შეხვედრები და ყავის სმა სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად - მშობელთა კრების ჩატარების საინტერესო პრაქტიკა დიდ ბრიტანეთში
03-05-2026
-
+


დიდი ბრიტანეთის სკოლებში მშობელთა კრებას წელიწადში დაახლოებით ორჯერ ატარებენ. ჩვეულებრივ საბოლოო შეფასების შემდეგ, ადაპტაციის პერიოდში ან საფეხურზე გადასვლის წინ. გარდა ამისა, შეხვედრა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც სკოლის შენობაში, ისე ონლაინ ფორმატით.

ბრიტანულ სკოლებში მშობელთა კრებას ინდივიდუალური სახე აქვს. თითოეულ სკოლას აქვს პროგრამა, სადაც რეგისტრირდება მოვლენა, მასწავლებელი და მშობლები კი განიხილავენ მათთვის მოსახერხებელ თარიღს. შემდეგ მშობელი წინასწარ ჯავშნის დროს. ჩვეულებრივ, გამოიყოფა 5-10 წუთი კონკრეტულ მასწავლებელთან კომუნიკაციისთვის.

შეხვედრა ბოლო გაკვეთილიდან, დაახლოებით, 15:15 სთ-დან -19:00-საათამდე გრძელდება. ამ გზით, დასაქმებულ მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ მოსახერხებელი დრო და არ მოცდნენ რიგის მოლოდინში. 

საუბარი, როგორც წესი, ეძღვნება მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესს, განიხილება მისი ძლიერი მხარეები, სასწავლო სირთულეები და გაიცემა კონკრეტული რეკომენდაციები. ასეთ დროს არ საუბრობენ ზოგადად „კლასის პრობლემებზე“, ფოკუსი მხოლოდ ერთ კონკრეტულ მოსწავლეზე კეთდება. 

დაწყებით სკოლაში მასწავლებელს შეუძლია მშობელს აჩვენოს სამუშაო რვეულები და შესთავაზოს რეკომენდაციები მოსწავლის აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. მშობლებს შვილების პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ სპეციალური მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

საშუალო სკოლაში, მშობელთა კრება, როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე მასწავლებელთან იმართება. ამიტომ კონსულტაციებს შორის შეიძლება იყოს შესვენებები. ამ შესვენებების დროს მშობლებს შეუძლიათ მიირთვან ჩაი ან ყავა და იურთიერთონ როგორც ერთმანეთთან, ისე სკოლის ადმინისტრაციასთან. 

მშობლებს ურიგდებათ ბარათები, რაც მათ სასურველი მასწავლებლის პოვნას უადვილებს. მასწავლებლები, ხშირ შემთხვევაში, ინდივიდუალური საუბრებისთვის განკუთვნილ სივრცეში სხედან. 

შეხვედრამდე თითოეული ბავშვის შესახებ მზადდება ინდივიდუალური ანგარიში და რამდენიმე დღით ადრე მშობლებს ეგზავნება, რათა ისინი წინასწარ მეოემზადონ იმ საკითხების განსახილველად რაც აინტერესებთ. 

ანგარიშები, როგორც წესი, მოიცავს შემდეგს: საბოლოო ტესტის შეფასებას, ქცევის შეფასებას, დასწრების მაჩვენებელს, საშინაო დავალებების შესრულების სიხშირეს. 

მასწავლებლებმა წინასწარ იციან, რომელი ბავშვების მშობლები დაესწრებიან კრებას და რა თანმიმდევრობით, ამიტომ ისინი ამზადებენ მოკლე კომენტარს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ესა თუ ის მოსწავლე კარგად და სად სჭირდება გაუმჯობესება.

შეხვედრების დაწყებამდე, პროგრესის მონიტორინგის სპეციალისტები ადგენენ მოსწავლეთა ჯგუფს, რომლებიც იმსახურებენ განსაკუთრებულ აღიარებას მათი საერთო მიღწევების საფუძველზე. მაგალითად, ეს ბავშვები იღებენ „ოქროს ბილეთს“ უფასო სასკოლო სადილისთვის, რომელიც მათ ინდივიდუალურ ანგარიშებს ერთვის. ზოგიერთ მოსწავლეს ეძლევა სტიკერები, მათ მშობლებს სკოლის დირექცია პირადად უხდის მადლობას შვილის მიღწევებისთვის. დაბალქულიანი მოსწავლეებსიც იღებენ სტიკერებს წახალისების მიზნით. 

პირისპირ შეხვედრები 4-5-საათიან სამუშაოს მატებს მასწავლებლებს, რაც ცალკე არ ანაზღაურდება. მასწავლებლების მხარდასაჭერად, სკოლა უზრუნველყოფს საკვებსა და სასმელს და იძლევა ვადაზე ადრე გასვლის უფლებას, თუ მშობლები არ არიან დარეგისტრირებულნი.

მთელი სასწავლო წლის მანძილზე კი მშობლებს რეგულარულად ეგზავნებათ დეტალური წერილობითი ანგარიშები, სადაც საუბარია მათი შვილების აკადემიურ მიღწევებზე, შეფასებულია ქცევა და დასახულია მიზნები. ეს ყველაფერი კი ხშირად ცვლის კრებას. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებით იზრუნეს მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება