სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„11-მა მოსწავლემ საპირფარეშოში დერეფანი გააკეთეს და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა...“ - შემზარავი დანაშაული თბილისის სკოლაში
05-05-2026
-
+


11 ბიჭი შევიდა საპირფარეშოში. გააკეთეს დერეფანი და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა, მოსწავლეები ამბობენ, რომ ეს არის თამაში და ამ დერეფანში თავადაც გაუვლიათ... - შემზარავი ფაქტის შესახებ  სოციალურ ქსელში მარიამ კუკუნაშვილი წერს. 
ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის etaloni.ge „ევროპული სკოლის“ დირექტორს სოფიო ბაზაძესსთან სცდა დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
 
პოსტის ავტორი იმასაც წერს, რომ დანაშაულში მისი შვილებიც მონაწილეობდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
 
„ევროპულ სკოლაში“ მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით.
 
11 ბიჭი შევიდა საპირფარეშოში. გააკეთეს დერეფანი და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა. დარტყმების შედეგად ბავშვი ვერ ინარჩუნებდა წონასწორობას, კანკალებდა, სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები, თვალები დაუსივდა და ტიროდა, მაგრამ დარტყმები გრძელდებოდა. 11- მა ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ ეს არის თამაში და ამ დერეფანში თავადაც გაუვლიათ…
 
ვტირი, ვგლოვობ და ვიზიარებ მშობლების მწუხარებას ამ ენითაღუწერელი სადომაზოხიზმის, მოძალადე პატარა კაცობის, პერვერტობის, გაუნათლებლობის და მძიმე ტრავმად მიყენებული სამუდამო დაღისთვის…
ბოდიში და მადლობა ევროპულ სკოლას იმისათვის, რომ უფრო მძიმე უბედურებისგან გვიხსნეს. ასე ხომ არავინ იცის რა მოხდებოდა…“
 
იხილეთ პოსტი: 
 
 
etaloni.ge დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხევაში მასალას განაახლებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება