სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი 15 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება - ვიდეო ინსტრუქცია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 
13-05-2026
-
+


2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას 15 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 25 მაისს, 24:00 საათზე დასრულდება.

ტერიტორიული პრინციპით ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.

რეგისტრაცია ეფუძნება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართს.

იმ პირებისთვის, რომელთა საცხოვრებელ მისამართად აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორია (აფხაზეთი, ცხინვალი, ახალგორი), სასკოლო უბანი განისაზღვრება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოწოდებული იურიდიული მისამართის საფუძველზე (2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით).

პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი (ტერიტორიული პრინციპი)

ბავშვის პირადი ნომრით შეგიძლიათ წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ საჯარო სკოლებშია შესაძლებელი მისი რეგისტრაცია.

ინფორმაცია გადაამოწმეთ აქ

ინსტრუქცია — როგორ გადავამოწმოთ შესაბამისი ინფორმაცია
საძიებო პანელში:

  • შეიყვანეთ ბავშვის პირადი ნომერი და დააჭირეთ „Enter“-ს; 
  • ან გამოიყენეთ ფილტრი (ზედა მარჯვენა კუთხეში). 

ნავიგაცია:

  • ქალაქი → სასკოლო უბანი; 
  • სასკოლო უბანი → სკოლები; 
  • აირჩიეთ სასურველი სკოლა → არჩეული სკოლა რუკაზე გამოჩნდება წითელი ნიშნით; 
  • არჩეულ სკოლაზე დაწკაპუნებით → მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას სკოლის შესახებ.
     

თბილისის შემთხვევაში (მნიშვნელოვანი წესი) - თუ ბავშვის რეგისტრაციის მისამართთან ახლოს (არაუმეტეს 1 კმ საფეხმავლო მანძილი) მდებარეობს სხვა სასკოლო უბნის საჯარო სკოლა/სკოლები, სისტემა აჩვენებს:

  • ძირითად უბანს — ყველა შესაბამისი სკოლით; 
  • მომიჯნავე უბანს — მხოლოდ იმ სკოლით/სკოლებით, რომლებიც აკმაყოფილებს 1 კილომეტრიანი საფეხმავლო მანძილის კრიტერიუმს.

დამატებითი ბმულები

რეგისტრაცია ხორციელდება პორტალზე
https://registration.emis.ge/

რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია
 

დამატებითი ბმულები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება