სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ხელფასები დაახლოებით 30 პროცენტით გაიზრდება...“ - გაბისონია რეფორმის დეტალებზე
17-05-2026
-
+


„თუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამა გაივლის აკრედიტაციას, შეეძლება ამ აბიტურიენტების მიღება“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განმარტა პარლამეტში განათლების კომიტეტის სხდომაზე.

პროექტი „წარმატებულები“ etaloni.ge-სგან

მისივე თქმით, არ იგეგმება აკადემიური პერსონალის შემცირება - „პირიქით, განვიხილავთ ხელფასები 30 პროცენტით გავზარდოთ“, - დასძინა გაბისონიამ.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი ანალოგიური პროგრამა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპიც გასათვალისწინებელია, მოახდენს აკრედიტაციას და ვადებში შეეძლება მას, რომ მიიღოს და კორექტირება მოხდეს შესაბამის ანკეტა კითხვარებში, თუ ამის საკანონმდებლო შესაძლებლობა იქნება, შესაძლებელი გახდება, რომ მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღოს ისე, რომ სწავლა არ იქნება დაწყებული. თუ ამის საშუალება კანონმდებლობით და რეალური პრაქტიკით მაგალითად ვერ მოასწრო ან არ წარადგინა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ის აგრარული მიმართულების პროგრამა, რომელიც ამ წუთას აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტს გამოცხადებული და უბრალოდ ის არ აქვს, რა თქმა უნდა, იმას არავინ არაფერს შეეხება. ჩვენი მოტივაციაა რეფორმიდან გამომდინარე, ვადასტურებთ იმას, რომ რაც უფრო სწრაფად მოვახდენთ გადაწყობას რეფორმის ფარგლებში სპეციალიზაციის მიმართულებით, ის რაც კანონმდებლობით და მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკით დაგეგმილია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა რა თქმა უნდა, ამით ვერ დავაზარალებთ სტუდენტებს. შესაბამისად, თუ ამის საშუალება არ იქნება, ამას ვერ ვიზამთ ძალიანაც რომ გვინდოდეს. ძალიან ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურობაზე. შეძლებენ თუ არა აკრედიტაციის გაკეთებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება