სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღში დააბრუნებენ პედაგოგს, რომელიც სამსახურიდან თანხის დაზოგვის მიზნით გაუშვეს - დეტალები
13-05-2026
-
+


სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს დაუბრუნდება ის პედაგოგი, რომელიც მასთან მუშაობდა და რომელიც ხარჯების დაზოგვის მიზეზით 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გაათავისუფლეს.

მეგი გოჩაშვილმა ხაშურის სასამართლოში პროცესი მოიგო. მოსამართლე ირმა გოგოლაძის გადაწყვეტილებით, სამსახურში აღდგება, გააგრძელებს მუშაობას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთან და განაცდურიც აუნაზღაურდება.

როგორც მეგი გოჩაშვილმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ასევე დაეკისრა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება. მეგი გოჩაშვილის ინტერესებს ადვოკატი ლექსო მერებაშვილი იცავდა.

შეგახსენებთ, მეგი გოჩაშვილი 2026 წლის 1 იანვრიდან გაათავისუფლეს. მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს იმ მიზეზით, რომ, მათი განმარტებით, „ბაღს არ უღირდა ერთი სსმ ბავშვისთვის ხარჯების გაღება.“

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება